თამარ ივერის სკანდალი ავსტრალიაში გრძელდება
საზოგადოება - 15:47, 21 Jun, 2014     6377

მსოფლიოში აღიარებული თამარ ივერი კვლავ სკანდალში ეხვევა. ამჯერად ცნობილ სოპრანოს „ძველი ცოდვები“ ავსტრალიამ მოჰკითხა. ქართველმა მომღერალმა სიდნეიში ივლისში „ოტელოში“ დეზდემონა უნდა შეასრულოს, ხოლო მოგვიანებით მელბურნში „ტოსკა“. კონცერტამდე კი კრიტიკული წერილი ივერის შესახებ ავსტრალიურ ყოველთვიურ ონლაინ-ჟურნალში LIMELIGHT ქვეყნდება. ჟურნალისტი მკითხველს ივერის ჰომოფობიურ დამოკიდებულებას და გასულ წელს ლგბტს წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას ახსენებს.

თამარ ივერმა ავსტრალიურ სკანდალს ფეისბუქის პირად გვერდზე ახალი პოსტით უპასუხა. მომღერალი მისი მეუღლის, რაულ ცხადაძის პოსტზეც საუბრობს. რაულ ცხადაძის განცხადებით თამარ ივერი დამნაშავე არაფერშია, რადგან ჰომოფობიური წერილის ავტორი თავად გახლავთ.

რაულ ცხადაძე: „ბოლო დროს პრესაში გავრცელებული სტატიების პათოსმა და აგორებულმა სიძულვილმა სხვა არჩევანი აღარ დამიტოვა და გადავწყვიტე დუმილი დავარღვიო. კარგა ხანს ვფიქრობდი, რომ ზედმეტი კომენტარების გაკეთება კიდევ უფრო ზედმეტი იქნებოდა, თუმცა, ვხედავ როგორ ზარალდება ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის რეპუტაცია და მისი სულიერი სიმშვიდე იმის გამო, რაშიც მას ფაქტობრივად არავითარი წილი უდევს.


საქმე იმაშია, რომ ჩემი მეუღლის - თამარ ივერის სახელით გავრცელებული წერილი, რომელსაც ამდენი აჟიოტაჟი მოყვა და კინაღამ ჰომოფობიის მანიფესტად შეირაცხა,თითქმის ჩემი დაწერილია. იმჟამად საერთო ფბ გვერდით ვსარგებლობდით; ამასთან, ვიფიქრე, რომ თამარის პოპულარობიდან გამომდინარე, ამ გზით უფრო მრავალრიცხოვან აუდიტორიას მივაწვდიდი ხმას და წერილი მისი სახელით გამოვაქვეყნე. ის იყო აღნიშნული წერილი ამ გვერდზე დაიდო, თამარმა სახლში დაბრუნებისთანავე წაშალა იგი და ძალიანაც მისაყვედურა. თუმცა, რამდენიმე წუთიც საკმარისი აღმოჩდა... ქართულ პრესას მოედო ეს ამბავი.

არ ვაპირებ პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ განხილვას, თუმცა სინანულით ვიტყვი, რომ ეს პირადი ინციდენტი კინაღამ პირადი ბედნიერების დაკარგვის ფასად დამიჯდა. თამარმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიერ დაწერილ ტექსტს მისთვის მიუღებლად მიიჩნევდა, არ გაამხილა, რომ ის მოსაზრებები მე მეკუთვნოდა და ჩემს გამო აიტანა და გადაიტანა უამრავი შეურაცხყოფა. თამარი არასოდეს ყოფილა არც ჰომოფობი და მით უმეტეს არც დასავლური ღირებულებების წინააღმდეგი.
აქვე საჭიროდ მივიჩნევ განვმარტო, რომ მე ის სიტყვები იმ დღეს, 2013 წლის 17 მაისს, ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გასვენების კონტექსტში დავწერე ცხელ გულზე. დაღუპულთაგან ერთერთი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მომეჩვენა, რომ ლგბტ საზოგადოების მიერ დაგეგმილი მანიფესტაცია, სწორედ იმ ეკლესიის ეზოში, საიდანაც გასვენება იყო დაგეგმილი პროვოკაციად აღიქმებოდა, მით უფრო, რომ სწორედ ასეთი ინფორმაცია ვრცელდებოდა მანიფესტაციის შესახებ. მიმაჩნდა, რომ საზოგადეობა ბუნებრივია მიმტევებელი უნდა იყოს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ, მაგრამ ამავდროულად ადამიანების თავისუფლებისა და ნების გამოხატულებად მიმაჩნია ისიც, რომ ვიღაცა შეიძლება არ ეთანხმებოდეს გეიაღლუმების იდეას. რამდენიმე წელია ევროპაში ვცხოვრობ და გარკვეული შედარების გაკეთება შემიძლია ქართულსა და ევროპულ ცნობიერებას შორის. დღესაც მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოება მიუხედავად მისი პროევროპულობისა, ზოგიერთი ევროპული ღირებულების დღესვე გაზიარებისა და მისი ყოველდღიური ცხოვრების კულტურაში დამკვიდრებისათვის მზად ჯერ არაა. წერილში სწორედ ამის თქმა მინდოდა. თუმცა, ვნანობ, რომ მთლად მკაფიოდ ვერ ჩამოვაყალიბე სათქმელი, ვაზარალე ჩემი უსაყვარლესი ადამიანიცა და საკუთარი თავიც.
ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და საჯაროდ ვაცხადებ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენაზე წერილის ბრალი და ზიანი მხოლოდ ჩემს ანგარიშზეა. თამარი ამ მხრივ აბსოლიტურად უცოდველია. აუტანელია ჩემთვის, რომ ამდენი ხნის შემდეგ, როცა მისი განმარტებისა და ბოდიშის შემდეგ საქართველოში ინციდენტი ამოწურულია, უცხოურ პრესაში გავრცელებულმა სტატიებმა ხელახლა გამოიწვია ამ დელიკატური საკითხის ირგვლივ პოლემიკა.

თამარ ივერის პოსტი

„ძალიან მიმძიმს, ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე მერამდენედ მიწევს ამ დასანან შემთხვევაზე კომენტარის გაკეთება. ეს ინციდენტი მით უფრო მძიმეა ჩემთვის, რამდენადაც იგი ჩემს პირად ცხოვრებასა და მის დელიკატურ დეტალებს უკავშირდება.
ჩემმა მეუღლემ უკვე გააკეთა ამ წერილზე თავისი განმარტება და მე ზედმეტად მიმაჩნია კიდევ ამ დეტალებზე თავის მართლება. ზარალი უკვე დამდგარია და ამ დღიდან მოყოლებული ჩემი ცხოვრებაც ერთგვარად შეიცვალა.
იმედი მაქვს, ვისთანაც ამდენი წლის განმავლობაში მიცხოვრია, მიმეგობრია, მიმუშავია, მიმღერია, ვინც მიცნობს, მან იცის, რომ ჰომოფობია ჩემთვის უცხო და მიუღებელია.
თავის დროზე ყველას გულწრფელად მოვუბოდიშე უხერხული გამონათქვამების გამო, რამაც ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია და ინციდენტიც ამით ამოიწურა. ეხლა კი ავსტრალიურ პრესაში ხელახალი კამპანია ჩემს წინააღმდეგ შესაძლოა არც იყოს შემთხვევითი. ყოველთვის მეამაყებოდა საკუთარი ბუნება იმით, რომ ადამიანი მუდამ იყო ჩემთვის ყველაზე ღირებული, თავისი ორიგინალურობით, თავისებურებებითა და განსხვავებებით. ვკითხულობ უამრავ კომენტარს, შეფასებას და ვერც აგიწერთ გრძნობას და სიმძიმეს რასაც განვიცდი. არც კი მინდა ვიფიქრო, რომ ეს შეფასებები შეიძლება მე მეკუთვნოდეს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42