პროექტ „ახალი ხმის“ ერთ-ერთი მონაწილე შოთა ადამაშვილი, წლებია უკვე რაც მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავს. ამასთან დაკავშირებითა და გამვლელთა რეაქციებზე ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის პოსტს დებს.
შოთა ადამაშვილი: „პადზემკაში“ რომ ვუკრავ, ზოგიერთი გამვლელი მეკითხება, „ახალ ხმაში“ გამოსვლის მერე კიდევ აქ უნდა იდგეო? გეგონება ქუჩაში დაკვრა სირცხვილი იყოს ;))
მართალია უკეთეს ვითარებას მეც ვუსურვებდი ჩემს თავს, მაგრამ რა ვქნა, ფეხბურთია ახლა ყურადღების ცენტრში და ცოცხალი მუსიკა უკანა პლანზეა. მეც მიყვარს ეს სპორტი და საკმარის ფულს რომ ვაკეთებდე, უფრო მეტი მატჩის ნახვას მოვასწრებდი, თუმცა დღეს 5 ლარზე მეტი ვერ ვიშოვე ბევრი ენერგიის ხარჯვის მიუხედავად. მერე არ მისაყვედუროთ, გამხდარი რატომ ხარ და „პადზემკის“ გარდა რატომ არსად უკრავო. ყველაფერი ჩემი ბრალი ხომ არაა ;))
მასალის გამოყენების პირობები






