„მორიგი თავხედური ვანდალიზმი, რომელზეც სახელმწიფო ხმის ამოღებას რასაკვირველია ვერ ბედავს“- წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ამ ვანდალიზმის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს, ბათუმელების კომენტარებით.
„ნახეთ რას უშვრებიან ჩვენს თვალსწინ, დღისით, მზისით, ბათუმის წმ. ბარბარეს ცნობილ ეკლესიას, მე-19 საუკუნის არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - ეს არის თქვენი უნებართვო სამუშაოების შეჩერება “?!
ხელოვნების ისტორიკოსები: „ბათუმელების თვალწინ, ქალაქის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას თამაშდება დრამა, რომელსაც სახელად ჰქვია - ბათუმის ისტორიის გაყალბება და წარსულის განადგურება.
ეს არის ინგლისელთა ეკლესია (ბარბარეს ეკლესია) რომელიც ინგლისელთა სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე იდგა. (ახლანდელი ბულვარის ნაწილი). საინტერესოა სად არის ძეგლთა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოები“?


მასალის გამოყენების პირობები






