ხვალ კინოთეატრ ამირანთან აქცია გაიმართება
საზოგადოება - 23:20, 20 Jun, 2014     2029

სტუდენტი ბექა ცხადაძე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კინოთეატრ ამირანში სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით ფილმ „ჩემი საბნის ნაკეცის“ პრემიერა შედგა. ცხადაძე ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სააგენტო „ექსპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 20 ივნისს “კინოთეატრ „ამირანში“ პირველი ქართული გეი ფილმის, სახელად „ჩემი საბნის ნაკეცი“-ს დახურული ჩვენება გაიმართა. ფილმში მთავარ როლს თორნიკე ბზიავა, თორნიკე გოგრიჭიანი და ავთანდილ მახარაძე თამაშობენ. რეჟისორმა ზაზა რუსაძემ ფილმი 2011 წელს გადაიღო, ხოლო ფილმის პრემიერა 2013 წლის თებერვალში ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა.

თბილისის კინოთეატრების მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან ფილმის ჩვენება მხოლოდ კ/თ ამირანში 22:30 საათზე იქნება და ისიც მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში.

ფილმის ჩვენებაზე დასასწრები ბილეთები იყიდება swoop.ge-ზე, 45 პროცენტიანი ფასდაკლებით. პროდუქტის აღწერაში არ არის მითითებული, რომ ეს არის გეი ფილმი, ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ფილმის გმირი, ახალგაზრდა მამაკაცი დიდი ხნის შემდეგ მშობლიურ პატარა ქალაქში ბრუნდება და ცდილობს, აქ არსებული საზოგადოების ცხოვრების წესსა და მისდამი დამოკიდებულებას დაუპირისპირდეს. აღნიშნული ფაქტი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანად, რათა სეანსებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს.

დარჩენილია 2 სეანსი, 21 და 22 ივნისს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქეთა ჯგუფი, კინოთეატრის შესასვლელთან, 22:00 საათიდან მოქალაქეებს მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას ფილმის შესახებ, რათა გამოირიცხოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და შესაბამისად ერთსქესიანი ურთიერთობების პროპაგანდა“, - აცხადებს ბექა ცხადაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42