მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, ნანა ქავთარაშვილი მირიანი ქართული არდადეგების შემდეგ იტალიაში გაემგზავრა. მომღერალმა ევროპაში ჩასვლისთანავე ფეისბუქის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ზოგიერთთა უკმაყოფილო გამოხმაურებაც მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით კი კომენტარებში წერენ - „სიმართლე ემწარა ბევრს და ანერვიულდა“.
ნანა მირიანი: „ჯერ მარტო იმიტომ ღირს ევროპაში ცხოვრება,რომ სუფთა დაწკრიალებულ მარმარილოებით მოპირკეთებულ სადარბაზოში შეხვალ და გამოხვალ ყოველ დღე.... ლამაზად დაფენილ ქვაფენილებზე დასეირნობ, ირგვლივ კი სასიამოვნო გამწვანება და ყვავილებია ყველგან! დაბანილი,მოვლილი და მომღიმარი ხალხი გხვდება გზაში,თუ ტრანსპორტში,რასაც საქართველოდან ევროპაში დაბრუნების შემდეგ საგრძნობლად ამჩნევ…
ევროპა არ გვინდაო პიდარასტებით სავსე არისო....... თქვე დალოცვილებო ევროპა პიდარასტობით კი არ განისაზღვრება არამედ მაღალი კულტურითა და განვითარებით! ვისაც არ უნდა ნუ იქნება პიდარასტი სავალდებულო კი არ არის!
ჩემი მეზობლები 2 ლარს არ იხდიან იმისათვის,რომ სადარბაზო სუფთა იყოს ურჩევნიათ ნაგავში იცხოვრონ,(უფრო სწორედ საპირფარეშოში) ასევე 2 ლარია თვეში გადასახადი,რომ სადარბაზოში განათება იყოს....სიბნელეში ურჩევნიათ ყოფნა და ასანთს ან მობილურებს ანთებენ კიბეებზე ამოსვლისას ( თან ყველას პატარა ბავშვები ჰყავთ და ასე დაატარებენ სიბნელეში და სიბინძურეში) ..ასეთი ბნელები დარჩებით მუდამ არაფერი თქვენ არ გეშველებათ არასრდროს!!!
გუშინწინ აეროპორტში ვარ და აქეთკენ გამომგზავრების წინ ბარგის შეფუთვა გადავწყვიტე ცელოფანში.13 ლარი გამხდარა შეფუთვა და ორი ახალგაზრდა გვემსახურებოდა! შეატრიალეს შემოატრიალეს ეს ჩემი ჩემოდანი,ერთი პირი სიგრძეზე და ერთიც სიგანეზე,სკოჩი შემოარტყეს და მომართვეს! მე ვუთხარი რა არის გენანებათ ცელოფანი? ასე ხომ მეც შემოვახვევდი სახლში- მეთქი? დაპროგრამებულიაო ასე მიპასუხეს! რაღა ყველაფერი აქ უნდა იყოს თქვენთან დაპროგრამებული მთელ მსოფლიოში ნორმალურად ფუთავენ ბარგს მეთქი.....ევროპა თუ გირჩევნიათ წაბრძანდით მაშინ პიდარასტების ევროპაში და იქ იყავითო !!!
P.S ყველას არ ეხება ეს წერილი გთხოვთ გაითვალისწინოთ! ვისაც გულზე მოხვდება ეს მისი პრობლემაა...
მასალის გამოყენების პირობები






