ბორისპოლის აეროპორტში საქართველოს 26 მოქალაქე დააკავეს
საზოგადოება - 17:12, 20 Jun, 2014     1170

კიევში, ბორისპოლის აეროპორტში თბილისი-კიევის რეისის 26 ქართველი მგზავრი დააკავეს. ინფორმაციას ფოტოგრაფი ზურაბ ჯავახაძე ავრცელებს, რომელიც ამავე რეისის მგზავრი იყო.

„ჩემს თვალწინ უკრაინელმა მესაზღვრეებმა ბორისპოლის აეროპორტში რეკორდი დაამყარეს. მათ თბილისი-კიევის რეისის 26 ქართველი მგზავრი საბუთების დამატებითი შემოწმების პროცედურის გასავლელად და დასაკითხად დააკავეს. მესაზღვრეების კაბინეტთან ლოდინის დროს შევამჩნიე, თუ როგორ თავაზიანად ეპატიჟებოდნენ რუსეთის მოქალაქეებს გასაუბრებაზე, ჩვენ კი 2 საათი გვალოდინეს. ამ დროს ეჭვი გამიჩნდა, რომ ყირიმი საქართველომ მიიერთა. მაგრამ როდესაც ჩვენს 26–კაციან „დელეგაციას“ ყაზახეთიდან ჩამოფრენილი კიდევ 4 ქართველი შეუერთდა, მე უკვე დავრწმუნდი, რომ საქართველომ ნამდვილად „დაიბრუნა“ ყირიმი და ახლა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მიერთებასაც აპირებს. მომხრე ვარ უკრაინაში წარმატებული რეფორმების ჩატარების და ამ პროცესში ქართველი პოლიტიკოსებისა და რეფორმატორების ჩართულობის, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ ამ პოლიტიკოსებმა გააკეთონ ისე, რომ საქართველოს მოქალაქეებს მოექცნენ, როგორც ნორმალურ ადამიანებს და არა როგორც ნიგერიიდან აშშ-ში ჩასულ მეორეხარისხოვან მონებს!“ – წერს ჯავახაძე.

ამ დროისთვის დაკავებული ქართველები გათავისუფლებულები არიან და კიევში იმყოფებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42