გია ჯაჯანიძე ფეისბუქის გვერდზე გასაფრენად გამზადებულ ფოტოს აქვეყნებს და ადამიანებს თავისი დადებითი პოსტით ძალიან პოზიტიურად განაწყობს. მუდამ კარგ ხასიათზე მყოფი ფსიქოლოგი პასუხად უამრავ ლაიქს, გაზიარებასა და დადებით კომენტარს იღებს... „როგორი პატარა ხარ და დიდი გული გაქვს, გული, რომელიც ყველას სიყვარულს იტევს, ძალიან კეთილი ხარ“ - წერს კომენტარებში ერთ-ერთი ფეისბუქელი მეგობარი.
გია ჯაჯანიძის პოსტი
„მე თქვენ ყველა მიყვარხართ. ადამიანების სიყვარულმა მომცა თუ კი რამ გამაჩნია ამ ქვეყანაზე. ვიცი, რომ ბევრი ტკივილი მოაქვს სიყვარულს, მაგრამ მთავარს გვაძლევს, ნაყოფს, რომელიც საოცრად ტკბილია. თუ ადამიანი საკუთარი თავის სიყვარულს ისწავლის, მას სხვისი სიყვარულიც შეეძლება. სიყვარულით სავსე ადამიანში ვერ ჩერდება აგრესია, შური და მტრობა. მოჩვენებითად მოსიყვარულე ადამიანები ვირტუალურად კეთილშობილები არიან და ამიტომაც არიან გაბოროტებულები“.
მასალის გამოყენების პირობები






