"ტელეარხი 25" დიპლომატიურ კორპუსს ღია წერილით მიმართავს
საზოგადოება - 16:14, 19 Jun, 2014     977

ტელეკომპანია "ტელეარხი 25"-ის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი გიორგი სურმანიძე სამოქალაქო სექტორსა და დიპლომატიურ კორპუსს ღია წერილით მიმართავს.

წერილში საუბარია ტელევიზიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე.

სურმანიძე სამოქალაქო სექტორსა და დიპლომატიურ კორპუსს ფაქტებით დაინტერესებასა და კომპეტენციის ფარგლებში შეფასებას თხოვს.

"საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი ბოლო თვეების განმავლობაში "ტელეარხი 25"-ის ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ფორმით გამოხატული აგრესიისა და შეურაცხყოფის ფაქტები, რაც ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლას მოჰყვა. თავს არ შეგაწყენთ მედეა ვასაძისა და ჯაბა ანანიძის სატელეფონო საუბრის შინაარსის მოყოლით. მოკლედ შეგახსენებთ მხოლოდ იმას, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტს ღირსების შემლახავი და ცილისმწამებლური ფრაზებით მიმართა და მას ანგარიშსწორებით დაემუქრა, ორიოდე დღეში კი სოციალურ ქსელში საგანგებოდ შექმნილ გვერდზე "ტელეარხი 25"-ის ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი ფოტო და ვიდეომასალა გაჩნდა. იმავე დღეს ამ საკითხის გამოძიების თხოვნით ტელევიზიამ და ჟურნალისტმა პოლიციას მიმართეს. 10 ივნისიდან, ანუ მედეა ვასაძის სატელეფონო ზარიდან დღემდე არ შეწყვეტილა პროტესტი საზოგადოების მხრიდან უმაღლესი საბჭოს მისამართით, მოეწყო ჟურნალისტის მხარდასაჭერი აქციები საქართველოს 5 ქალაქში.

საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი უფლებადამცველი დეპუტატის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე ითხოვდა სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას, თუმცა რეაგირება დღემდე ამ საკითხს არც ერთი უწყებიდან არ მოჰყოლია, უფრო მეტიც, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გიორგი მასალკინმა ტვ 4 -თან და "გაზეთ ბათულელებთან" ინტერვიუში ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენა, ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული ფილმის შესახებ კი განაცხადა, რომ მისი გადაღება არხს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუკვეთა. გიორგი მასალკინის და მედეა ვასაძის მხრიდან არაერთხელ გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ ტელევიზიის მფლობელებისთვის ერთ ლარად გადაცემული ქონების გამო, ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკას არა ჟურნალისტები, არამედ პოლიტიკური ძალები განსაზღვრავენ.

შეგახსენებთ, რომ ტელევიზიის დამფუძნებლებისთვის ერთ ლარად გადაცემული ქონების შესახებ გამოძიება დიდი ხანია მიმდინარეობს და სხვებზე მეტად ამ საქმის დასრულება მე მაინტერესებს, რადგან სახელფასო ანგარიშების ჩათვლით მთლიან ქონებას ყადაღა ადევს. გამოძიების მსვლელობისას პროკურატურა ერთხელ უკვე შეეცადა ზეწოლის გზით მიეღო ჩემგან სასურველი ჩვენება, რაც ვერ მოახერხა. ყადაღის მოხსნის მოთხოვნით ჩვენი საჩივარი საქართველოს მართლმსაჯულების ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში შევიდა.

სახელმწიფოს მხრიდან ამ თემით არაერთგზის მანიპულირების გამო, ვფიქრობ, რომ "ტელეარხი 25"-ის ჟურნალისტების მიმართ დაწყებული აგრესია და ბოლოდროინდელი კომენტარები ტელეკომპანიაზე ტოტალური ზეწოლის ნაწილია. დღეს მედეა ვასაძემ ცილისწამების ახალი ფაქტები უკვე საჯაროდ დააფიქსირა და ახლა უკვე სხვა ჟურნალისტის პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურებით დაგვემუქრა, პარალელურად ზემოთხსენებულ ვებ გვერდზე გაჩნდა ახალი შეურაცხმყოფელი მასალები. ამ ყველაფრის რეაგირების გარეშე დატოვება გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფოს ამ საქმის გამოძიების, პოლიტიკურ გუნდს კი გადაწყვეტილების მიღების ნება არ გააჩნია. გთხოვთ, დაინტერესდეთ ამ ფაქტებით და შეაფასოთ იგი თქვენი კომპეტენციის ფარგლებში", - ნათქვამია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორისა გიორგი სურმანიძის ღია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42