ჟურნალ რეიტინგში გამოქვეყნებულ მასალას ხმაური მოჰყვა. თვითმარქვია დიზაინერს პროფესიონალები დაესხნენ თავს, ჟურნალში დაბეჭდილი სტატია და ფოტოები სოციალურ ქსელში შემდეგი წარწერით გამოქვეყნდა, - „ეს არაა პლაგიატი, ეს უბრალოდ ქურდობა და თაღლითობაა“ ...
თამუნა ლეჟავა, დიზაინერი: ერთი შეხედვით სტატიაში უჩვეულო არაფერი იყო. ეს იყო ინტერვიუ ვიღაც დამწყებ დიზაინერთან, ირინა ენუქიძესთან, რომელიც სამკაულებს ქმნის. ყურადღება მიიპყრო სტატიაში გამოყენებულმა ფოტო მასალამ. გამაოგნებელი ისა არის, რომ გამოქვეყნებული სამკაულების უმრავლესობა არ ეკუთვნის ირინა ენუქიძეს. ამ საავტორო სამკაულების დიზაინერები არიან ტატიანა ბელიკოვა ( სამაჯური "კოკო" ), ირინა პრისნიაჟნიუკი ( კოლიე "მონიფა" ), ფირუზის ყელსაბამის ფოტო აღებულია ჩინური ბიჟუტერიის საიტიდან , ხოლო ბისერით დეკორირებული ქუდი-პანამას ფოტო Vogue Accessory-ს გვერდიდანაა დაკოპირებული .
გაოგნებული ვარ, რომ დღეს GOOGLE-ს ეპოქაში ვიღაც უნიჭო ( არ მერიდება ამის თქმა და ვამბობ, როგორც ამ სფეროს აბსოლუტური პროფესიონალი ) ასეთი ბინძური მეთოდებით ცდილობს კარიერის აწყობას, - იპარავს ცნობილი ავტორების სამკაულების ფოტოებს, თავისად ასაღებს, ატყუებს ჟურნალისტს და შესაბამისად მკითხველს. ეს არაა პლაგიატი, სხვისი იდეის გადამღერება... ეს უბრალოდ ქურდობაა და თაღლითობა...

ეს ხელოვანები მუდმივად მონაწილეობენ სხვადასხვა ფორუმებზე თუ კონკურსებში, გამოფენებზე თუ ექსპოზიციებში. მათი საავტორო სამკაულები დევს უამრავ საიტზე _ BISER.INFO-ზე, PINTEREST-ზე, MYLOVELYBEADS-ზე... მათ აქვთ გვერდები აქ FACEBOOK-ზე. ამ ხელოვანების სამკაულების მითვისება სარისკო საქმეა.. ჩემს ირგვლივ ჩემი კოლეგები მუდმივად მუშაობენ, ახალ ინსპირაციას, იდეებს და მათი განხორციელების გზებს ეძებენ და ესეთი თაღლითები, როგორიცაა "დიზაინერი" ირინა ენუქიძე, არა თუ იდეას ითვისებს და აკოპირებს, არამედ უბრალოდ იპარავს ფოტოს და თავისად ასაღებს.
P.S. მსგავის რამ მეც შემემთხვა, როდესაც 2012-ში თურქმა ქალბატონმა ჩემი დაკოპირებული სამკაულით სტამბული BIJOU EXPO-ს გრანპრი მოიგო. მეწყინა, ვიფიქრე გავატარებ მეთქი. მაგრამ მერე ჩემმა თურქმა კოლეგებმა მისი ინტერვიუ გადმომიგზავნეს თარგმანით, ქალი მის მიერ მიგნებული დიზაინერული ხედვებით ამაყად ტრაბახობდა. ოქეი- ვთქვი მე და მივწერე საპროტესტო წერილები თურქეთის კულტურის მინისტრს, ექსპოს გენერალურ მენეჯერს და კონქურსის თავმჯდომარეს ქემილ იპექჩის. მივუთითე ვინ ვარ და დავურთე მტკიცებულებები (ფოტო და ვიდეო მასალები) და ავუხსენი, რომ თუ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდნენ, მაშინ ჩვენ ერთმანეთს სასამართლოში ვიხილავდით, რადგან ნებისმიერ მეტ-ნაკლებად პატივსაცემ კონკურსზე რეგისტრაცია მკაცრად მოითხოვს ავტორისგან წარდგენილი სამკაულის აუთენტურობის მტკიცებულებას. 2 დღეში "კრეატიულ" ქალბატონს ჯილდო ჩამოართვეს.
ხალხო დავიცვათ ერთმანეთის საავტორო უფლებები, არაა რთული_ რაც ჩემია ჩემია, რაც თქვენია თქვენი იყოს!
ჟურნალისტებს ვთხოვ, სანამ ვინმეს PR კამპანიას მოკიდებდეთ ხელს თქვენს სტატიებში თუ ტელესიუჟეტებში, კარგად გადაამოწმეთ ვის აპიარებთ, ვინმე თაღლითის მსხვერპლი არ გახდეთ შემთხვევით!!! ხალხი ყველაფერზე ხელისმომწერი გახდა საკუთარი ამბიციების ფხანის ნიადაგზე:(
მასალის გამოყენების პირობები






