ქეთი დოლიძე: „ჩემი თანამემამულეების მიმართ ძალიან გაბრაზებული ვარ“
საზოგადოება - 10:30, 19 Jun, 2014     5253

„ჩემი თანამემამულეების მიმართ ძალიან გაბრაზებული ვარ. წარმოუდგენელია ქართველების მოქალაქეობრივი შეგნების არ ჰქონა“, - ამბობს რეჟისორი ქეთი დოლიძე. დოლიძემ კომენტარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პირველადი მონაცემების შესახებ გააკეთა.


ქეთი დოლიძე: „2 წლის წინ რომ მთელი საქართველო გამოვიდა, 9 წელიწადი რომ ვიყავით უბედურებაში და იმის მოსპობას ხმა მისცა, რა დაეტაკათ გუშინ რომ არ გამოვიდნენ არჩევნებზე? ნარმანიამ ნამდვილად მოიგო , მაგრამ სხვა პარტიებსაც იგივე მდგომარეობა აქვთ, იმიტომ რომ არ მოვიდა ხალხი არჩევნებზე. საარჩევნო უბნები ცარიელი იყო. რატომ იყო ცარიელი? ჩვენ ვიცით, რომ ადგილობრივ არჩევნებზე აქტიურობა იმ უბედურებას, რაც 9 წელი იყო, ბოლოს მოუღებდა. რატომ არ მოვიდა ხალხი არჩევნებზე? რას აკეთებდნენ? სამზარეულოებში ისხდნენ და წვრილ-წვრილ სიგარეტებს აბოლებდნენ? ამ ქართველებს არაფრის შეგრძნება არ აქვთ მოქალაქეობრივი. ერთმა კაცმა გადაატრიალა ყველაფერი, რას ელოდნენ ვერ გავიგე? ხელის განძრევა რომ არ უნდათ, რას და ვისგან ელოდებიან?

იმ ორი კვირის შემდეგ გამობრძანდნენ და ცოტა ჭკუაზე მოვიდნენ. თორემ ისევ ჩარჩებიან იქ, სადაც იყვნენ 9 წელიწადი. ჩემი თანამემამულეების მიმართ ძალიან გაბრაზებული ვარ. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ბრალი, ეს ხალხის ბრალია. იმიტომ რომ, ამათ უნდათ, შოშიებივით ისხდნენ და პირში ჩაუდონ საჭმელი-ეს უნდათ ქართველებს.

„მე ერთადერთი პრეტენზია მაქვს „ქართული ოცნების“ მიმართ. მე არ ვიცი ის უზარმაზარი საქმეები, რაც ამათ გააკეთეს 2 წლის მანძილზე, თუნდაც იგივე ნარმანიას სამინისტრომ. სულ ვეუბნებოდი, რომ არ უვარგათ პიარი. რატომ არ ლაპარაკობთ ამაზე ხმამაღლა? საქმეს აკეთებდნენ და ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ.

რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, მე კიდევ იმიტომ ვითმენდი ამდენი ხანი, რომ ველოდებოდი და ველოდები ამას. თუ ჩვენ საკრებულოებს ისევ ამათ ჩავუგდებთ ხელში, არაფერი არ შეიცვლება. ეს უნდა შევცვალოთ, ჩვენ, ხალხმა. ხალხი შეცვლის მაშინ, როდესაც არჩევნებზე მივა“,-განაცხადა ქეთი დოლიძემ.

წყარო: news.ge






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42