„ისტორიული თეატრალური კოსტიუმები“ - ეს არის პროექტი, რომელიც კოტე მარჯანიშვილისა და შოთა რუსთაველის თეატრების გარდერობებში დაცული, მივიწყებული და უცნობი კოსტიუმების მოძიებას, შესწავლას, დოკუმენტირებას და კომპაქტ-დისკზე განთავსებას ითვალისწინებს.
"პროექტი საზოგადოებას წარმოუდგენს იმ ისტორიული კოსტიუმების კოლექციას, რომელიც წლების განმავლობაში თეატრების გარდერობებში ინახება და უცნობია ფართო საზოგადოებისთვის", - განმარტავენ მერიაში.
მათივე განცხადებით, პროექტის მიზანია შეავსოს XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული თეატრალური კოსტიუმის ისტორია, აღადგინოს ამ პერიოდის ლეგენდარული მხატვრების და მსახიობების მიერ შექმნილი განუმეორებელი სცენური სახეები და გამოფენის სახით თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ფართო საზოგადოებას წარუდგინოს.
მასალის გამოყენების პირობები






