კახეთში ოჯახს 40-მდე გველი მარიამობის დღესასწაულზე თავს ესხმის
საზოგადოება - 13:55, 16 Jun, 2014     24101

28 აგვისტოს, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრები ჯაფოშვილების ოჯახს უამრავი გველი "სტუმრობს". ეს უცნაური ამბავი წლების მანძილზე, სწორედ მარიამობის დღეს ხდება და ნოემბრამდე გრძელდება...

სახლში ყოველდღიურად, 15-20 გველი შედის, მაგრამ ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ქვეწარმავალთა რაოდენობა 40-მდეც კი ასულა. გველები ყველაფერს ედებიან - მათ ნახავთ მაცივარზე, კარადის თავზე, პიანინოზე, საწოლზე, ტელევიზორზე, კუთხეში მიდგმულ კაქტუსზე...

ადამიანი უძველესი დროიდან, შეუცნობელ სამყაროს მიაკუთვნებდა გველს. ეს არსება იდუმალებით მოცული ბევრი მოვლენისთვის დაგვიკავშირებია. მაგრამ სულ სხვაა ჯაფოშვილების სახლში დაფიქსირებული მოვლენა, რომელსაც მეცნიერები ჯერჯერობით ვერაფრით ხსნიან...

ყველაფერთან ერთად, ვერცხლისფერი გველის ასეთი სახეობა სოფელში სხვაგან არსად შეუნიშნავთ, ისინი მხოლოდ ჯაფოშვილების საცხოვრებელ სახლში არიან. არც ეზოში, არც სახლიდან 10 მეტრის მოშორებით აშენებულ სამზარეულოში არ ბინადრობენ... აღნიშნულ სახლში ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობს – გივი და თამარ ჯაფოშვილები, მათი შვილი გურამი და რძალი თამუნა. წყნარი, ჩვეულებრივი ოჯახია, რომლის გასაჭირის შესახებ მთელმა რაიონმა იცის. ისინი ინსტანციიდან ინსტანციაში დადიან და შველას ითხოვენ, მაგრამ ამაოდ...

გვესაუბრება თამუნა გოჩიაშვილი (ჯაფიაშვილების რძალი):

- უკვე ათი წელია, მთელი ოჯახი საშინელ პირობებში ვიმყოფებით. ყოველი მარიამობის დღესასწაულიდან, ნოემბრის ბოლომდე და შემდეგ - ყოველ გაზაფხულზე, მარტიდან ივნისამდე, უამრავი გველის გვერდით ცხოვრება გვიწევს. ვერცხლისფერი გველებია, სხვადასხვა სიგრძის – 10-15 სმ-დან დაწყებული, 2-მეტრიანით დამთავრებული. ყოველდღიურად, 15-20 გველს ვკლავთ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც 40 გველიც მოგვიკლავს. მსგავს გველს მთელ სოფელში სხვაგან ვერსად ნახავთ. მინდვრებსა და ბოსტნებში აქა-იქ მეზობლებიც ნახულობენ ქვეწარმავლებს, მაგრამ - თითო-ოროლას თანაც, სულ სხვა შეფერილობისას. ამჟამად არ არიან, მაგრამ 28 აგვისტოდან უკვე დაიწყებენ გამოსვლას, შიშით ველით მათ გამოჩენას. ოთახის ნებისმიერ კუთხეში, ყველა ნივთზე შეხვდებით გველს. ვპოულობთ უამრავ გამონაცვალ კანს... ღამით, ჯერ ვათვალიერებთ ოთახს, შემდეგ ვწვებით დასაძინებლად, მაგრამ შიშისგან ნახევარი ღამე მაინც არ გვძინავს. ქვევით ოთახში კარგად ისმის, როგორ დასრიალებენ სახლის სხვენზე... ზამთარ-ზაფხულ კარ-ფანჯრები ჩარაზული გვაქვს. შარშან ამ კუთხში მიდგმულ კაქტუსზეც კი ვნახეთ შემოხვეული. ამ ზაფხულს კი, შინ მარტო ვიყავი, აივანზე გავედი და შევნიშნე ორი გველი, რომელთაც სახურავიდან თავები ჰქონდათ ჩამოშვებული... პანიკური შიში მაქვს ქვეწარმავლების. დავიწყე ყვირილი, მთელი ტანით ვკანკალებდი. შემოვიდა მეზობელი მამაკაცი, რომელმაც სპეციალური ჯოხით (ასეთი ჯოხი ყველა კუთხეში გვაქვს - წინ ლურსმანი და მახათი აქვს მიმაგრებული) სცადა გველის მოკვლა. ლურსმანი შეურჭო და ჭერზე მიჭყლეტა დააპირა. ამ დროს, ასე ორ მეტრამდე სიგრძის გველი მთელი ტანით გადმოეშვა ძირს და კუდს თვალწინ უტრიალებდა, შემდეგ ზემოდან მოყვითალო-მომწვანო ფერის სითხე გადმოანთხია, როგორც ვვარაუდობთ, შხამი იყო...

- პიველად როდის შენიშნეთ ქვეწარმავლები?

- 10 წელია რაც ამ ოჯახის რძალი ვარ, პირველი 3 წლის განმავლობაში, თბილისში ვცხოვრობდი, რადგან სტუდენტი ვიყავი. სოფელში რომ დავბრუნდი ასეთი ამბავი დამხვდა: დედამთილმა მითხრა, რომ ჩემს ჩამოსვლამდე გველები არ უნახავთ. სოფლის მკვიდრნი კი მეუბნებოდნენ, რომ 18 წლის წინ, როდესაც ამ სახლს აშენებდნენ, საძირკვლის გათხრისას, გველის კვერცხები უნახავთ. რჩევაც მიუციათ ოჯახის წევრებისთვის აქ სახლს ნუ ააშენებთო, - მაგრამ მაინც აუშენებიათ, რომელს დავუჯეროთ, არ ვიცით: იმასაც ამბობენ, თითქოს ადრე, ამ ადგილზე საფლავი ყოფილა. ისიც უთქვამთ, თითქოს აქ განძია ჩამარხული და გველები სწორედ მას დასრიალებენო... ამას წინათ, აივანზე ორი პატარა გველის წიწილი შევნიშნე. დავუძახე მეზობელ გოგოს, რომელსაც ასე პანიკურად არ ეშინია მათი და ვთხოვე, მოეკლა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი, დიდი გველი გამოსრიალდა. მე მეგონა, რომ ეს მათი დედა იყო და შვილებს ეძებდა... ზოგი იმასაც გვეუბნება, რომ ეს ცოცხალმშობი გველებია და ისინი კვერცხიდან არ იჩეკებიან - პირდაპირ წიწილს ბადებენ. ერთმა მოხუცმა კი მითხრა, - როგორც ჩანს, დედა და მამა გველები საძირკველში ცხოვრობენ, ძალზე დიდები არიან და გარეთ არ გამოდიან, ისინი შვილებს ბადებენ და მხოლოდ ისინი გვეჩვენებიანო.

- ალბათ სტუმრებიც ერიდებიან თქვენთან მოსვლას, ხომ?

- რა თქმა უნდა. სტუმარი მენატრება. ყველას ეშინია ეზოში შემოსვლის. ის კი არა და, მე მუსიკის მასწავლებელი გახლავართ, ვმუშაობ სამუსიკო სტუდიაში და მოსწავლეებს კერძოდაც ვამეცადინებდი ხოლმე. რომელი მოსწავლე მომივა აქ?.. ერთმა მღვდელმა მითხრა: როგორც ჩანს, ისინი მანდ კარგად გრძნობენ თავს, მათი სამფლობელო მანდაა და არსად წავლენ, თქვენ კი ვერ გამრავლდებით, ვიდრე იმ სახლში იცხოვრებთო...

- შვილი არ გყავთ, ხომ?

- არა, არ მყავს... ვფეხმძიმდები, მაგრამ შიშის გამო, ბავშვებს ვკარგავ. რომც მეყოლოს, აქ როგორ გავზრდი?.. ძალზე გამიჭირდება. ერთხელ, 2 მღვდელი გვეწვია, რომლებსაც ჩვენი გასაჭირი შეუტყვიათ და თვითონ მოვიდნენ. მათ თვალწინ 2 გველი მოვკალით. გვითხრეს - ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ აქედან წახვიდეთო. ეს სახლი უნდა დაიწვას, რომ გველები განადგურდნენ, მაგრამ ჩვენ სად ვიცხოვროთ?..

- გველები აგრესიულები არიან?

- არა, აგრესიულები არ არიან, პირიქით – ცდილობენ, თავი აგვარიდონ. მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩვენ რა დღეში ვიქნებით!.. რამდენჯერმე ვნახეთ გველის მიერ დაკბენილი, მკვდარი ქათამიც. სახლის ერთ კუთხიდან გამოდიან და საწვიმარ მილზე თავისუფლად ადი-ჩამოდიან...

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთოთ. ვიყავით რაიონის გამგეობაში, დავწერეთ განცხადება და ვითხოვდით შველას, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. გვინდოდა, კახეთის გუბერნატორთან, ბატონ პეტრე ცისკარიშვილთან მივსულიყავით, მაგრამ მასთან არ შეგვიშვეს... გამოდის, რომ ვიდრე გველებს ვინმე არ შეეწირება, ყურადღებას არავინ მოგვაქცევს... ღვთის წყალობად ვთვლით, რომ ჯერჯერობით ქვეწარმავლებმა არავინ იმსხვერპლეს.

წყარო: ჟურნალი "გზა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42