არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ
საზოგადოება - 13:51, 14 Jun, 2014     1703
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგმა აჩვენა, რომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2014 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ნაკლები იყო საარჩევნო კანონმდებლობის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევები, ამომრჩევლის მოსყიდვის, პოლიტიკური აქტივისტების დაშინებისა და დაკავების ფაქტები. თუმცა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, პრობლემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისწინა პერიოდში გაცილებით მეტი იყო.

2013-2014 წლებში მიმდინარე თვითმმართველობის კოდექსის შემუშავებისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმის პროცესში არსებობდა ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინი, თუმცა რეფორმის საბოლოო შედეგები ხელისუფლების მიერ თავდაპირველად გაცხადებულ ამბიციურ გეგმებს არ შეესაბამება. სამწუხაროა, რომ არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა, რაც რეფორმის ძირითადი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო.

საარჩევნო სისტემის მსგავსად, მიგვაჩნია, რომ უმოკლეს ვადებში რეფორმირებას საჭიროებს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს კომისიებში მრავალპარტიულ წარმომადგენლობას.

პრობლემად რჩება საარჩევნო სიების საკითხიც, ვინაიდან ამჟამად არსებული საარჩევნო სია ვერ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სანდოობას და არ ასახავს რეალურ სურათს.

საარჩევნო ადმინისტრაცია მომზადებული შეხვდა წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებას. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არა მხოლოდ მისთვის წარდგენილ საჩივრებს იხილავდა, არამედ სავარაუდო დარღვევების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაციითაც ინტერესდებოდა და სავარაუდო დარღვევებს პროაქტიულად იხილავდა, რაც, ასევე, მისასალმებელია. შეკითხვები გააჩინა ცესკოს მუშაობამ, რომელმაც კანდიდატების რეგისტრაციასთან მიმართებაში არათანმიმდევრული მიდგომა გამოავლინა.

ვფიქრობთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა უფრო ეფექტური უნდა იყო დარღვევების პრევენციისა და მათზე დროული რეაგირების თვალსარისით. კომისიას მისი მუშაობის განმავლობაში არ წარმოუდგენია მიწოდებულ დარღვევებზე რეაგირების ანგარიში.

წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის არაერთი ფაქტი, რაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი.

გამოვლინდა წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის, ფიზიკური დაპირისპირებისა და სააგიტაციო მასალის დაზიანების არაერთი შემთხვევა, რაც ადასტურებს იმას, რომ პრობლემად რჩება პოლიტიკური კულტურის ძალადობრივი ხასიათი.

ადმინისტრაციული რესურსის ფორმალური გამოყენების ფაქტები, ფაქტობრივად, არ დაფიქსირებულა, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს ანალოგიური ეფექტი ჰქონდა.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოზიტიურად უნდა შეფასდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობა, რომლის საქმიანობაშიც არ შეიმჩნეოდა განსხვავებული მიდგომა სხვადასხვა პარტიების მიმართ.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მედიასაშუალებები საკმაოდ დაბალანსებულად აშუქებდნენ წინასაარჩევნო მოვლენებს, თუმცა აღინიშნებოდა წინასაარჩევნო კამპანიის სიღრმისეული გაშუქების დეფიციტი.

პრობლემატური იყო გენდერული დისბალანსი კანდიდატების წარდგენის თვალსაზრისით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და გენდერული კვოტირების ნორმების გადახედვის აუცილებლობას.

ქვემოთ წარმოგიდგენთ არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითად შეფასებებს“, - აღნიშნულია არასამათავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42