სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ოცხელის ქუჩის რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდება დანარჩენი ოთხი ქუჩის სამუშაოები კი სამ თვეში. რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა კომფორტული გზით შეძლებს გადაადგილებას. 5 ქუჩის რეაბილიტაციაზე 255 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ფარგლებში ჯამში 2 კილომეტრამდე გზის საფარის რეაბილიტაცია განხორციელდება.
რეაბილიტაციის ფარგლებში ზ . გამსახურდიას ქუჩაზე ასევე მოხდება გზაგამტარი ხიდის გარშემო ქუჩის საფარის ზედა და ქვედა ფენების მოწყობა და სათვალთვალო ჭების გასწორება სატრანსპორტო ნიშნულზე. თოფურიას ქუჩაზე გზის გარდა მოეწყობა ტროტუარებზე ასფალტის საფარი და აქაც გასწორდება სათვალთვალო ჭები. სოხუმის ქუჩაზე გზის რებილიტაციის გარდა მოხდება მილების მოწყობა სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის. რაც შეეხება კ. გამსახურდიას ქუჩას აქ გზის რეაბილიტაციასთან ერთად მოხდება ტროტუარებზე ასფალტის საფარის მოწყობა და სათვალთავლო ჭების გასწორება.
ქუთაისში შიდა ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






