დარიალში დღეს საავტომობილო გზა გაიხსნება
საზოგადოება - 10:48, 14 Jun, 2014     1119

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, დარიალში დღეს დროებითი საავტომობილო გზა იხსნება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით ,დარიალის ხეობაში უკვე იმყოფება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ხეობაში მიმდინარე სამუშოებს ადევნებს თვალს.

დროებითი გზის გახსნა "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" 24-საათიანი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა ადამიანს, რომლის დაუღალავი შრომის შედეგადაც დროებითი საავტომობილო გზა გაიხსნა.

მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 17 მაისს შეწყდა, როდესაც მყინვარწვერიდან 2 მილიონამდე კუბამეტრი მოცულობის ყინულის მასა და მთის ნაშალი ჩამოწვა.

გზის გახსნა შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც, სტიქიის გამო, ადმინისტრაციულ ცენტრს იყო მოწყვეტილი, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეუფერხებლად მიიღოს.

დროებით საავტომობილო გზაზე გადაადგილება ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის იქნება დაშვებული და მასზე მოძრაობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა უწყებას, რომელიც სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში იყო ჩართული.

ძირითადი გზის გასაყვანად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დარიალის ხეობაში სამუშაოებს აგრძელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42