პომპეი და ქართველი,რომელიც იტალიის სახელმწიფოს ბრალდებისთვის უჩივის
საზოგადოება - 17:37, 13 Jun, 2014     3459

"რაში მჭირდებოდა პომპეის ქვის ნატეხი? დათვალიერებისას ქვა კედლიდან ჩამოვარდა, ხელში ავიღე, ამ დროს გამოჩნდა დაცვაც და დამაპატიმრეს"- ამბობს პომპეის ქვის ქურდობისთვის დაკავებული და მერე განთავისუფლებული ქართველი.

ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქართულმა სააგენტოებმა იტალიურ ტელეარხებსა და პრესაზე დაყრდნობით გაავრცელეს, ბევრის განხილვის საგნად იქცა. იტალიური პრესის თქმით პომპეიში საქართველოს მოქალაქემ მანუჩარ კუბლაშვილმა ადგილობრივი მუზეუმიდან ანტიკური ხანის მოზაიკის ნაწილის მოპარვა სცადა. სულ სხვას ამტკიცებს იტალიაში მყოფი ქართველი, ის
თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, მეტიც, ცილისწამებისთვის აპირებს პასუხი მოითხოვოს.


მანუჩარ კუბლაშვილი: „დასათვალიერებლად ვიყავი წასული და სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი იმ ადგილთან. ეს ხდება პომპეიში, რომელიც არის ქალაქი ღია ცის ქვეშ და იქ არის ჩამოშლილი კედლები, ყრია ქვები და სხვ. დათვალიერებისას კედლიდან ჩამოვარდა ქვა, რომელიც ავიღე და ამ დროს გამოჩნდა დაცვაც და დამაპატიმრეს. გეკითხებით, რაში მჭირდებოდა პომპეის ქვის ნატეხი? ქვა, რომელსაც არავითარი ღირებულება არ გააჩნია. ახლო-მახლო იმდენი ყრია, ვისაც უნდა, მთელ ტომარას აიღებს და რატომ მოვიპარავდი?!


-
თუ ასეთი უმნიშვნელო ფაქტი იყო, რატომ ჩათვალეს შენი დაჭერა საჭიროდ?

- იტალია არის კრიზისში, ტურისტების რაოდენობამ იკლო საგრძნობლად, მათ შორის პომპეიშიც და თავისი ჭკუით ასეთი თემა წამოწიეს: ნახეთ, რა მაგარი რამე გვაქვს, აქედან ქვებსაც კი იპარავენო.

- თუკი ისეთ ბრალდებას გიყენებდნენ, როგორიცაა კულტურული ძეგლის გაძარცვა, როგორ გამოგიშვეს?

- ნებისმიერი დამწყები იურისტი მიხვდება, რომ მართლა რამე ხელჩასაჭიდი რომ ჰქონოდათ, არავინ გამომიშვებდა. სასამართლო გაიმართა მესამე დღეს. ბრალდების მხარემ წარმოადგინა ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეეძლოთ. მე გავაბათილე მათი არგუმენტები და გამომიშვეს, თუმცა ქალაქის დატოვების უფლება არა მაქვს. 45 დღე მაქვს სააპელაციოდ და აუცილებლად გამოვიყენებ. სახაზინო ადვოკატი მყავდა, რომელიც თავს დიდად არ შეიწუხებდა, კარგი ადვოკატის აყვანას კი იმდენი ფული უნდა, აქ გადმოხვეწილ ადამიანს მაგის საშუალება ნამდვილად არ მაქვს.

- საქართველოს წარმომადგენლებს თუ დაუკავშირდი და თუ გეხმარებიან?

- დავურეკე კონსულს ვახტანგ ანდღულაძეს, რომელიც ძალიან შეწუხებული იყო და ჩემმა დარეკვამ გაახარა. მითხრეს, ადვოკატი არ გვყავს, მაგრამ ვინმეს ვნახავთ, ვინც დაგეხმარებაო. ამ საქმეს აუცილებლად შევაბრუნებთ უკან. წარმოიდგინეთ, რამხელა სკანდალი იქნება - ქართველი არალეგალი უჩივის იტალიის სახელმწიფოს.

- სასამართლოზე მოწმეები თუ ყავდათ ან ნივთმტკიცებები თუ ჰქონდათ წარმოდგენილი?

- არანაირი დამამტკიცებელი მასალა არ ჰქონიათ, არც ვიდეო კამერის ჩანაწერი და არც ჩხრეკის ოქმი არ წარმოუდგენიათ, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.როცა ჩამოვარდნილი ქვა დამინახა ხელში, დაცვამ მითხრა, რომ იპარავდიო, მე ვიუარე. ამასობაში დაცვის მეორე წევრმა ქვები მოიტანა და საბჭოთა ტრადიციების დაცვით, ასე ვთქვათ, "ჩამიდეს". ვუთხარი კიდეც მოსამართლეს, რომ მოსულმა კარაბინერმა დაცვას მკაცრად უთხრა, დანარჩენი ქვები რატომ არ მოიტანეო. მე ვცხოვრობ ნეაპოლში, სადაც კრიმინოგენული ვითარება საშინელია. მარტო იმ ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ, ერთ კვირის განმავლობაში 5 ადამიანი მოკლეს. ქუჩაში ისვრიან, ადამიანს სახლიდან გამოიყვანენ და ადგილზე კლავენ. ამ ყველაფრის ფონზე კი პროკურორმა თქვა - რადგან მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს მაგის გაშვება საზოგადოებისთვის საშიში იქნებაო. გავგიჟდი - შუა ქუჩაში ხალხს ხოცავენ და ისინი არ არიან საშიშები და ჩემი გეშინიათ-მეთქი?

- მანდ არალეგალად ხარ?

- კი. უმაღლესი განათლება მაქვს, მაგისტრის ხარისხი და ახლა ხელებზე ტყავი აღარ მაქვს საღებავებზე მუშაობით. ესაა საქართველოს და ქართველების სამწუხარო რეალობა.

- ახლა დეპორტაცია არ გემუქრება?

- მე რომელ რეგიონშიც ვცხოვრობ დეპორტი ძალიან იშვიათად ხდება, ვინაიდან თვითონ ქვეყანას უჯდება ძვირი. სერიოზულ კრიმინალზეც კი არ ადეპორტებენ ხალხს, თუმცა ჩემი საქმე ისეთი რეზონანსული გახდა, რომ შეიძლება, მე გამომიშვან.

- როგორც თქვი აპირებ სასამართლოში ჩივილს, მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვ იტალიური სახელმწიფოსგან?

- ამას ადვოკატთან ერთად გადავწყვეტ. მოხუცი მშობლები მყავს და იმაზე ვნერვიულობ ამას რომ გაიგებენ, ძალიან ინერვიულებენ. მე კი ავუხსნი სიმართლეს, მაგრამ ინტელიგენტი ხალხია და თუნდაც ტყუილი იყოს, ასეთ ამბავს ძალიან განიცდიან და ახლა ყველაზე მეტად ეს მანერვიულებს.

წყარო: kvirispalitra.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42