ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა
საზოგადოება - 15:34, 13 Jun, 2014     754
,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ თამარ ჟვანიას მიმართვის ტექსტს:

,,15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა სულ რაღაც ორი დღე. მინდა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადავუხადო წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული მუშაობისთვის და შევახსენო, რომ ამ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარება არის ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარების გარანტი. ამიტომ მოვუწოდებ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეულ წევრს:

პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებული საქმიანობის პროფესიულ და მიუკერძოებელ განხორციელებას,

იხელმძღვანელონ მხოლოდ კანონით და იმოქმედონ უფლებამოსილების ფარგლებში,

ამომრჩევლებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუქმნან ყველა პირობა თავისუფლად განახორციელონ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებები,

დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ყველა საფუძვლიან პრეტენზიაზე და არ დაუშვან სამართლებრივი გადაცდომის შემთხვევები,

უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და ყველა შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა,

ემსახურონ ხალხს და უზრუნველყონ ამომრჩევლების ნების ასახვა არჩევნების შედეგებში.

აქვე მინდა მივმართო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს: საარჩევნო სუბიექტებს, დამკვირვებლებს, მედიას, თითოეულ ამომრჩეველს, - ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში წარმართვას, საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებისას იმოქმედონ სამართლებრივ ჩარჩოებში და საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხელი შეუწყონ გამჭვირვალე და სანდო არჩევნების ჩატარებას“, - ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42