დავით დეფი ბრაზილიაში უკვე საკმაოდ პოპულარულია. სან პაულოსა და რიო დე ჟანეიროში პოეტის მეხუთე ნაწარმოები „იასამნისფერი ლეკვი თეთრ ტილოზე“ გამოიცა. გამომცემლობა ლუმე ედიტორმა დეფის ხუთი ნაწარმოებისაგან შემდგარი სერია გამოსცა. რომანები და მოთხრობები. წიგნის პრეზენტაცია 12 ივნისს სან პაულოში შედგა. წიგნი ორენოვანია - ინგლისურად და პორტუგალიურად. ინგლისური თარგმანი ცისანა გაბუნიას ეკუთვნის. პორტუგალიურ ენაზე კი თარგმანი ფაბიო გიუმარაეს ბენსუსენმა შეასრულა. როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, დეფის წიგნები სან პაულოს წიგნების უდიდეს მაღაზიაში იყიდება „ლივრარია კულტურა სან პაულოში“- The Livraria Cultura in São Paulo, Brazil.
დეფი: დიახ ასეა, მუნდიალის გახსნაზე ამა წლის 12 ივნისს სან პაულოში ჩემი ხუთი ნაწარმოებისგან შემდგარი სერიის პრეზენტაცია გაიმართა. მიუხედავად ჩემი მცდელობისა ჯერ ვერ მოვახერხე ბრაზილიაში ჩასვლა, მაგრამ აუცილებლად მოვაბამ თავს და გავემგზავრები. ეს უპრეცენდენტო რამაა, როცა მთელი სერია გამოდის, თანაც ეს სერია ჩემი მთლიანი შემოქმედების მხოლოდ ერთი ნაწილია. აქ კი, ჩვენთან, საქართველოში ჯერ ვერა და ვერ ამოიქოქა ინდუსტრია, ასეთივე პროფესიონალური, ნდობით სავსე და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება პოეტთან, მწერალთან იშვიათად ჩვენში შეგხვდეს. ერთი წიგნის გამოცემაც კი დიდი პრობლემაა ხშირად. იქ კი ზედიზედ ხუთი ნაწარმოები გამოდის და სამომავლოდ მეტი და მეტი ემატება. წიგნის რეკლამირება ხდება და ყველანაირი საშუალებით ავტორისა და ნაწარმოების პრომოუტირება. მთავარი სურვილია და ნება, თორემ დრო და საშუალება ყოველთვის გამოიძებნება.

მასალის გამოყენების პირობები






