მდინარე სუფსამ დამბა გაარღვია
საზოგადოება - 13:32, 13 Jun, 2014     1400

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მდინარე სუფსაზე არსებული დამბა გაირღვა და წყალი 70-ზე მეტი ოჯახის კერძო საკუთრებაში მიედინება. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის, პირველად სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აწარმოებენ.

„ამ წუთებში გურიაში გადაუღებლად წვიმს, რამაც რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოვლენების საქმის კურსში იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთვება.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცირე მეწყერული ჩამონაშალია დაფიქსირებული საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე. ასევე, განადგურდა საყანე ფართობები, დაზიანდა მილხიდები და სანიაღვრე არხები. ასევე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მდინარე სუფსაზე არსებული დამბა გაირღვა და წყალი 70-ზე მეტი ოჯახის კერძო საკუთრებაში მიედინება.

ამ დროისათვის, პირველად სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აწარმოებენ. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გურიის მოსახლეობის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42