რიკოთის უღელტეხილზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
საზოგადოება - 12:20, 13 Jun, 2014     1640

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან, რიკოთის გვირაბის დასავლეთით დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები 06:00 საათიდან განახლდა.

ადგილზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები და გეოლოგები იმყოფებიან.

ამ დროისათვის, საავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებთან ერთად, ნიადაგის გამოკვლევა და რისკების შესწავლა მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს თვალს პირადად ადევნებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანიც.

რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესასრულებლად ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს გამოიყენებს.

რაც შეეხება საგზაო მოძრაობას, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდება. აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, მას შემდეგ მიიღებს, რაც სრულად იქნება გამოკვლეული დამეწყრილი ტერიტორია და უსაფრთხოების რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42