”ბავშვი ამბობს: მწვანე პატარა კაცი მელანდებაო” - ამოუცნობი ამბები რუსთავში
საზოგადოება - 09:51, 13 Jun, 2014     11118

"ბინის ბრალი არ არის! ბავშვი სადაც წავიდა, ცეცხლი იქაც გაჩნდა...”

”ათეისტი ვარ და ყველაფერს არასერიოზულად ვიღებდი, მაგრამ...”

”მაგიდიდან და კარადიდან ჭურჭელი ცვივა და მწვანე პატარა კაცი მელანდებაო”


რუსთავში, ფოჩხუების ბინაში, დღემდე გაურკვეველი მიზეზით ხანძარი ჩნდებოდა: თავდაპირველად, ნივთები 25 მაისს აალდა, ბოლოს კი 3 ივნისს. ძლიერი ხანძრის შედეგად, თითქმის მთელი ბინა დაიწვა. როგორც ამბობენ,მხოლოდ ის ოთახი გადარჩა, სადაც ხატები ესვენა. ოჯახის წევრების მონაყოლით, ოთახში არავინ იყო და ხანძარი თავისით ჩნდებოდა. ამჟამად, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი დიასახლისის - მადონას მშობლებთან ცხოვრობს, ”მისტიკური” ბინა კი დალუქულია და ექსპერტები მუშაობენ...

თავდაპირველად, ფოჩხუების კარის მეზობლად მცხოვრებ ბესიკ სულაშვილსვესაუბრე:

- ათეისტი ვარ და ყველაფერს არასერიოზულად ვიღებდი, მაგრამ ამ ბოლო დროს აზრი შევიცვალე... ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, - თავად ვარ მომსწრე, როცა იქ რაღაც-რაღაცები თავისით იწვებოდა, ნივთებს ცეცხლი ეკიდებოდა, განსაკუთრებით - ფარდებს, ”საროჩკებს”, კაბებსო... არ მჯეროდა, რასაც ყველა ლაპარაკობდა..

თამარ შანიძე, მეზობელი:

- გვერდით სადარბაზოში ვცხოვრობ. ფოჩხუების ბინაში ცეცხლი უკვე 3-ჯერ გაჩნდა. პირველად ბავშვი ამბობდა, - მაგიდიდან და კარადიდან ჭურჭელი ცვივა და მწვანე პატარა კაცი მელანდებაო. დედა არ უჯერებდა - ბავშვის ფანტაზიის ნაყოფი ეგონა. თავდაპირველად, ცეცხლი ბალიშს, უჯრას, ოთახებს უჩნდებოდა. ბოლოს უკვე ბევრი რამ დაიწვა, ოღონდ - ხატების ოთახს ცეცხლი არ გასჩენია. მერე ადგნენ და საცხოვრებლად მადონას დედასთან გადავიდნენ. თურმე, იქაც ბავშვს დღეს ფეხსა და ხელებზე ცეცხლი წაჰკიდებია.

- ბავშვი საავადმყოფოშია?


- არა, ოჯახის წევრები სახლში ყოფილან და ცეცხლი მომენტალურად ჩაუქრიათ.

- ხატები სხვა ოთახებშიც არ დააბრძანეს?

- როგორ არა! ხატის დასვენებაც სცადეს, მაგრამ რა ვიცი, ჯერჯერობით, მხოლოდ ის ოთახი არ დამწვარა, სადაც ბევრი ხატია... წინათ, ბავშვს ”ამოუცნობი” არ ერჩოდა, ახლა მასაც ერჩის. გუშინ ღამით კი, მადონას მშობლების სახლში, სადაც ცოლ-ქმარ ფოჩხუებს ეძინათ, ფარდა 3 ადგილას ამომწვარა...

- უცნაურ ხანძარს რას მიაწერთ?

- ზოგი ამბობს, - ”დამავოიაო”. რაღაც ამოუხსნელი მოვლენები ხდება. მამაოებიც ჰყავდათ მოყვანილი, რომლებმაც თქვეს, - ამის ახსნა ჩვენს ძალებს აღემატებაო. ბედს მინდობილები ვართ.

წყარო: კვირის პალიტრა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42