გველების შემოსევის ფაქტები თბილისში - "მთელი სამეზობლო შოკში იყო"
საზოგადოება - 13:47, 12 Jun, 2014     16292

"ტელეფონზე იყო დახვეული და თავი აწეული ჰქონდა, თავიდან კაბელი მეგონა, მაგრამ შემდეგ პირი რომ გახსნა, მივხვდი, რომ გველი იყო", - ვარკეთილის მეტროსთან მცხოვრებმა ლია ბერიკაშვილმა საკუთარ ბინაში გველი დილის 7 საათზე ნახა. ნახევარ მეტზე დიდი ქვეწარმავალი კორპუსის მე-4 სართულზე, ერთ ოთახიან ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად რამდენიმე დღე ცხოვრობდა.

"დილით, დაახლოებით 6 საათი ხდებოდა, როცა ჩემი მეუღლე სამსახურში გავაცილე და სახლში შემოვედი. ცოტა ხნის შემდეგ დავინახე რომ "მაგთი ფიქსის" ტელეფონზე რაღაც ფრიალებდა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, ქალაქის ტელეფონის კაბელი მეგონა, მაგრამ შემდეგ რომ მივუახლოვდი და პირი გახსნა, მივხვდი, რომ გველი იყო. დახვეული იყო და თავი აწეული ჰქონდა. მაშინვე ბავშვი გავიყვანე მეზობელთან და "112"-ში დავრეკე. "112"-ის თანამშრომლების მოსვლის შემდეგ ქვეწარმავალი კარადის უკან გადაძვრა და იქ ცდილობდა დამალვას, მაგრამ მადლობა ღმერთს მისი დაჭერა მალევე მოახერხეს", - იხსენებს ლია ბერიკაშვილი.

მისი თქმით, გველი ბინაში სავარაუდოდ წინა დღის, ან რამდენიმე დღის შესული იყო, რადგან იმ ღამით ყველაფერი დაკეტილი იყო და ქვეწარმავალი ოთახში შესვლას ვერ მოახერხებდა.

"მთელი ღამე კი არა შეიძლება ორი დღით ადრეც შემოვიდა, უკვე მაგაზე ფიქრიც არ მინდა. ფაქტია, რომ იმ დღის შემოსული არ იყო, რადგან ყველაფერი ჩაკეტილი მქონდა. ან წინა დღეს შემოვიდა, ან რამდენიმე დღით ადრე და სახლში დამალული იყო. ერთ ოთახიანი ბინა გვაქვს და იმ ოთახში გვეძინა თურმე გველთან ერთად ყველას - მე, ჩემს მეუღლეს და ბავშვს", - აცხადებს Ambebi.ge-სთან საუბარში ლია ბერიკაშვილი.

როგორც ბერიკაშვილი იხსენებს, კორპუსსში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა და მთელი სამეზობლო შოკში იყო.

"ახლოს ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობაა, ძალიან დიდი ტერიტორიაა, შემოღობილი კი არის, მაგრამ მიტოვებულია და ამბობენ, რომ იქ ძალიან ბევრი გველიაო, შეიძლება იქიდან მოდიან, მაგრამ

სახლში და მეოთხე სართულზე ქვეწარმავალი არავის უნახავს", - ამბობს ბერიკაშვილი.

თბილისში ქვეწარმავლების მომრავლებას "112"-შიც ადასტურებენ. 1 ივნისიდან დღემდე, ანუ ბოლო ორ კვირაში თბილისის სხვადასხვა უბნიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით 54 შეტყობინება შევიდა.

ზაფხულის მოახლოებასთან და სიცხის მატებასთან ერთად ქვეწარმავლები თბილისის სხვადასხვა უბანში მომრავლდნენ. მოსახლეობა გველების სიმრავლეს განსაკუთრებით ისანი-სამგორის რაიონში უჩივის და დახმარებას ითხოვს.

"იყო ყავისფერი, პრიალა და გრძელი, ასე 50 სანტიმეტრი იქნებოდა. ჩვენს მეზობელს დღეს დილითაც უნახავს, შეშინებულია ქალი. ჩვენ თვითონ, გოგირდსა და რეზინს ვწვავდით, რომ წასულიყვნენ, მაგრამ არაფერმა უშველა. ვითხოვთ, რაღაც მოგვაშველონ, რამე წამალი მაინც. სულ ბავშვები არიან და ვინმეს რომ უკბინოს, მერე რაღა ვქნათ", - აცხადებენ ფონიჭალას მაცხოვრებლები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით სტატისტიკა არ გაზრდილა და მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, "112"-ის წარმომადგენლები მოსახლეობას ურჩევენ, ქვეწარმავლის ნახვის შემთხვევაში, არ მიუახლოვდნენ, არ სცადონ მისი ხელით დაჭერა, გამოიძახონ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მის მისვლამდე ყოველგვარ აქტივობას მოერიდონ.

წყარო: ამბები.ჯი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42