თბილისი-სენაკი-ლესელიძის კმ218-კმ223 საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, 4.8 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ორ ფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მდ.ჭიშურაზე არსებულ ხიდს და ხელოვნურ ნაგებობებს, განხორციელდა გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები. ამ დროისათვის, მიმდინარეობს მიერთებების, საგზაო ნიშნების მოწყობის, გზის სავალი ნაწილის მონიშვნისა და გზის შემოფრაგვლის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 2 340 000 ლარს შეადგენს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი შპს.“ტ და გ“ ასრულებს.
აღნიშნული მონაკვეთი გაივლის სოფლებს: ნახშირღელე, ბროლისქედი, ჭოგნარი და სრულდება ქალაქ ქუთაისის შესასვლელთან. რეაბილიტირებული გზის შედეგად, შეასძლებელი გახდება ავტოტრანსპორტისნაკადისგამტარუნარიანობისგაზრდა და მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლება.
მასალის გამოყენების პირობები






