„მისის პლანეტაზე“' საქართველოს, ქუთაისელი ,,ანჯელინა ჯოლი" წარადგენს
საზოგადოება - 17:38, 11 Jun, 2014     16697

ეკა 30 წლის გახლავთ. ის, შვილთან და მშობლებთან ერთად უთაისში ცხოვრობს.

სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში და მეორე კურსზე იყო, როდესაც დედაქალაქში გათხოვდა.

ბავშვის გაჩენის შემდეგ, სამოდელო კარიერა ვეღარ გააგრძელა, არადა, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

კარიერის მოულოდნელად დასრულების შემდეგ, მალე მეუღლეს დაშორდა და საცხოვრებლად მშობლიურ ქალაქს მიაშურა.

დაახლოებით ორი წელია, რაც მოდის სამყაროში ისევ დაბრუნდა, ოღონდ ქუთაისში, მანანა გოგლიჩიძის მოდის სახლში. ეკა სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად პოპულარულია და ანჯელინა ჯოლის ამსგავსებენ.

ახლახან თბილისში პირველად ჩატარდა კონკურსი ''მისის პლანეტა'' დაოჯახებული, ქვრივი და განქორწინებული ქალბატონებისთვის. მონაწილეთა ასაკი 18-40 წლამდეა. გამარჯვებული ეკა ქუთათელაძე გახდა და ბულგარეთში ივნისის ბოლოს გაემგზავრება, სადაც ფინალზე საქართველოს წარადგენს.

ეკა ქუთათელაძე: საქართველოში პირველად ჩატარდა ეს კონკურსი. ჟიურიში დალი ჩიტალაძე, აჩიკო მეფარიძე, ზალიკო ბერგერი, მარკუს მეტრეველი, მანანა გოგლიჩიძე, შოთიკო ბოჭორიშვილი და სხვანი იყვნენ. კრისტი ყიფშიძეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ სიცხე ჰქონდა. ჟიურიმ ერთხმად შემარჩია. არასოდეს მქონია კონკურსებში მონაწილეობის სურვილი. გამარჯვებას ველოდებოდი, მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარია, მსოფლიო ფინალზე რას ვიზამ. თან ამ კუთხით არ მაქვს გამოცდილება. არ ვიცი, იქ რა ასაკის ქალბატონები დამხვდებიან. საქართველოში ყველაზე უფროსი მე ვიყავი.

- კონკურსზე საკმაოდ თამამი კაბით გამოხვედი.
- დიახ, თუმცა ცუდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ყველას ძალიან მოეწონა (იცინის).

წყარო: geworld.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42