სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის გამაფრთხილებელი განცხადება ქვეყნდება.
Nino Tarkhnishviliვისაც სკოლის მოსწავლე შვილები გყავთ, მათ საყურადღებოდ და არა მხოლოდ !!!! მოკლედ, რაღაც ახალი "თამაში" შემოსულა სკოლებში მოდაში: დგას ერთი ბავშვი, მეორე საძილე არტერიაში უჭერს ხელს, რაც გაბრუებას იწვევს და ამით ერთობიან.
რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მსგავსი გართობა ლამის ტრაგიკულად დასრულდა - მეხუთე კლასელი გოგონა კლინიკურ სიკვდილში ჩავარდა.
სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, თუმცა დღემდე ცუდადაა. გააფრთხილეთ ბავშვები, რომ ეს საშიშია!!!!
George Akhobadze ეს თამაში თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას იწვევს, რასაც გონების დაკარგვამდე მიყავს ადამიანი, ხოლო აზრზე მოსვლის მომენტი არის "სასიამოვნო" შეგრძნება, შესაბამისად ეს იზიდავს შტერ ბავშვებს. სამედიცინო კუთხით თუ შევხედავთ, საკმაოდ რისკების შემცველი "გასართობია“
მასალის გამოყენების პირობები






