6 ფრაზა, რომელიც არასდროს უნდა უთხრათ თანამშრომლებს
საზოგადოება - 16:36, 11 Jun, 2014     1812
ზოგჯერ ყველა ჩვენგანი ამბობს ისეთ რამეს, რასაც ხშირად ნანობს შემდეგ. მაგრამ სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით მენეჯერებს მეტი სიფრთხილის გამოჩენა მოეთხოვებათ ვერბალური კომუნიკაციის დროს.

არ გაქვთ იმის ფუფუნება დაუფიქრებლად მოიქცეთ სიბრაზისას, რადგან ყველაზე ნაკლებად თანამშრომლების დემოტივირება უნდა გსურდეთ, რასაც უფრო დიდი პრობლემების გამოწვევა შეუძლია ორგანიზაციისთვის.

ქვემოთ ჩამოთვლილია 6 ფრაზა, რომლის წარმოთქმაც ყოველთვის უნდა აირიდოთ თავიდან, განსაკუთრებით სიბრაზის დროს. მომენტალურად წამოსროლილ ფრაზას შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენს რეპუტაციას და გაანადგუროს ნდობა, რომელიც თანამშრომლებს აქვთ თქვენს მიმართ, რის გამოსწორებასაც შესაძლოა მთელი ცხოვრება დასჭირდეს.

“უფროსი მე ვარ. გააკეთე რასაც ვამბობ.” აქ ყველანი ზრდასრულები ვართ. სულ ტყუილად მოელით, რომ თქვენი თანამშრომლები უსიტყვოდ აიტანენ თქვენს დაუსრულებელ ფარისევლობას და მბრძანებლობას. თუ მათთვის საკუთარი თავისგან განსხვავებული სამუშაო სტანდარტები გაქვთ დაწესებული, მაშინ ძალიან ცოტაა იმის შანსი, რომ ისინი პატივისცემით მოეკიდებიან თქვენს დავალებებს.

“ძალიან გაგიმართლა, რომ სამსახური გაქვს.” თუ, რომელიმე თანამშრომელთან ერთად შეუძლებელი ხდება მუშაობა, მაშინ მოეკიდეთ საქმეს პროფესიონალურად და შეურაცხყოფის მიყენების გარეშე გადაჭერით ეს პრობლემა – მოძებნეთ გზა მის დასახმარებლად, ან აუხსენით, რომ ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს და დაითხოვეთ. უხეში და მბრძანებლური მიდგომა თანამშრომლების მიმართ მიუთითებს თქვენში ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დეფიციტზე.

“თუ შენ არ მოგწონს ეს, ვიპოვი იმას ვისაც მოწონს” როგორც ხელმძღვანელს, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას აგდებულად ესაუბროთ თანამშრომლებს. ყველას შეუძლია დაირქვას მენეჯერი ან უფროსი, მაგრამ კარგი მენეჯერი იზრუნებს თანამშრომლების მოტივირებაზე პროდუქტიულობის გასაზრდელად და შედეგების მისაღებად. კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად დაქვემდებარებულების დაშინება სამსახურის დაკარგვით ყველაზე არაეფექტური გადაწყვეტილებაა რისი მიღებაც შეუძლია მენეჯერს. მართალია, თავიდან შესაძლოა შეასრულონ თქვენი მოთხოვნა, მაგრამ თანდათან ისინი უფრო დემოტივირებულები გახდებიან და მხოლოდ იმ მინიმუმს გააკეთებენ, რომელიც სამსახურის დაკარგვისგან იხსნით. და ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამსახურიდან თავად არ წავლენ.

“რატომ ხარ შენ ერთადერთი, ვისაც ექმნება პრობლემა მუშაობის დროს?” თუ ჩვენ ვსაუბრობთ თანამშრომელზე, რომელიც მუდმივად გეწინააღმდეგებათ და ექმნება პრობლემები სამუშაოს შესრულების დროს, მაშინ ყურადღება სასწრაფოდ უნდა გადაიტანოთ ამ პრობლემების მოგვარებაზე. თუ იმ თანამშრომელზე საუბრობთ, რომელიც მუდმივად მზადაა თანამშრომლობისთვის, მაგრამ გეწინააღმდეგებათ კონკრეტულ სიტუაციაში, იქნებ პრობლემა იმაშია, რომ არ გსურთ მოისმინოთ მისი მოსაზრება თქვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ან მისი ალტერნატიული იდეები. ან იქნებ უბრალოდ მძიმე დღე ქონდა… რაც არ უნდა იყოს მიზეზი, არ მიიჩნიოთ, რომ ცუდი განზრახვით გეწინააღმდეგებათ და არავითარ შემთხვევაში არ დაუსვათ ეს შეკითხვა. არასდროს შეადაროთ ერთმანეთს თქვენი თანამშრომლები. ეს იგივეა საკუთარი შვილები შეადაროთ ერთმანეთს — რაც ასევე ცუდი იდეაა.

“ამისთვის დრო არ მაქვს” სერიოზულად ამბობთ? თქვენ ხართ ხელმძღვანელი და თქვენი მოვალეობაა დროის გამონახვა. თანამშრომლისთვის პირდაპირ უარის მიხლას ჯობს შეუთანხმდეთ და ახლო მომავალში გამონახოთ რამდენიმე წუთი მისთვის ყურადღებით მოსასმენად.

“წარმოდგენაც არ გაქვს რა არის სტრესი.” ყველა ადამიანს აქვს თავისი საკუთარი სტრესი. მხოლოდ იმიტომ რომ, თქვენ გადაწყვიტეთ თქვენი სტრესი სხვისას აღემატება, არ ნიშნავს რომ ეს ასეა და არ გაძლევთ უფლებას სხვისი სტრესი არაფრად ჩააგდოთ.

მართალია, შესაძლოა დიდი წვლილი მიგიძღოდეთ კომპანიის წინსვლაში, სადაც სავარაუდოდ დიდი ფულადი და დროის ინვესტიცია განახორციელეთ წარმატების მისაღწევად, მაგრამ თქვენი თანამშრომლების გარეშე კლიენტების მომსახურება და სხვა ფუნქციების შეთავსება ძალიან გაგიჭირდებათ. ახალი კადრების შერჩევას და გადამზადებას დრო ჭირდება; დრო კი საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა.

წყარო : kaizenist.com




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42