ადგილობრივი თვითმმართველობის არცევნებამდე მედიამონიტორინგი ცატარდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ „ქართულ ბეჭდურ მედიაში საკმაოდ ხშირად ირღვევა ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები“.
ამის შესახებ ევროკავშირისა და გაერო–ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციების – „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“, „ინტერნიუს–საქართველოსა“ და CRRC-ს მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი.
კვლევამ აჩვენა, რომ მონიტორინგისთვის შერჩეულ ყველა გამოცემაში „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა სჭარბობს.
„ეს ცვლილება განსაკუთრებით შესამჩნევია გამოცემებში „ალია“, „ასავალ–დასავალი“, „ახალი თაობა“ და „კვირის ქრონიკა“. გაზეთი „ალია“ ღიად მოუწოდებს მკითხველს, არჩევნებში ხმა არ მისცენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ქართულ ოცნებას.
ქართულ ბეჭდურ მედიაში საკმაოდ ხშირად ირღვევა ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები არ ერიდებიან სუბექტურ და დაუსაბუთებელ მსჯელობას. მეტიც, მონიტორინგისთვის შერჩეულ გამოცემებში ხშირად გვხვდება ჟურნალისტთა ტექსტებში შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ. ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები ირღვევა გამოცემებში „ალია“, „ასავალ–დასავალი“, „ვერსია“, „კვირის ქრონიკა“ და „ახალი თაობა“. ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების განსაკუთრებულად უხეში დარღვევები გვხვდება გამოცემებში „ალია“, „ასავალ–დასავალი“ და „კვირის ქრონიკა“, – ნათქვამია კვლევის შედეგებში.
მასალის გამოყენების პირობები






