პატრიარქი - ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ წყალობა უფლისა
საზოგადოება - 14:51, 11 Jun, 2014     1698

დღეს საქართველოში სამი მნიშვნელოვანი დღესასწაული აღინიშნება - ჯვრის თაყვანისცემა, რომელიც გამოჩნდა ცაზე წმინდა ნინოს დროს, ლომისობის წმინდა გიორგის დღესასწაული და ახალი ეპისკოპოსის კურთხევის დღე.

დღესასწაულებთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.

პატრიარქის განცხადებით, კიდევ ერთხელ გვიჩვენა უფალმა თავისი წყალობა და მადლი.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ წყალობა უფლისა, მადლობას შევწირავთ ამისთვის უფალს, გერმანიასა და ავსტრიაში მრავლად არის ქართველი მოსახლეობა, თქვენ ყურადღება უნდა გამოიჩინოთ მათ მიმართ. თქვენ წმინდა სინოდმა განგაწესათ იმისთვის, რომ არა იქ დარჩეთ, არამედ წმინდა სინოდმა აგირჩიათ იმისთვის, რომ მოუყაროთ თავი ყველა იქ მყოფ ქართველს და დააბრუნოთ საქართველოში და თქვენც დაბრუნდეთ საქართველოში. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი მათთვის და ყველა ქრისტიანისათვის", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეული ეპისკოპოსი მის იმედებს გაამართლებს. პატრიარქმა ახლად არჩეულ მეუფეს ეპისკოპოსის კვერთხი გადასცა და დალოცა.

დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესმა ასევე, რამდენიმე სასულიერო პირი დააწინაურა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42