ეთნიკური უმცირესობების არჩევნების ჩართულობისთვის განხორციელებული აქტივობები
საზოგადოება - 14:03, 11 Jun, 2014     684
ცესკომ მედიასაშუალებებს, ეთნიკური უმცირესობების არჩევნებში ჩართულობისთვის განხორციელებული აქტივობები გააცნო. თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული ადგილების მიხედვით 12 ოლქში 340 საარჩევნო უბანი შექმნა. საუბნო საარჩევნო კომისიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ კომისიის წევრთა რაოდენობამ 2 446 შეადგინა, მათ შორის, 62 % არის სომეხი და 37% -აზერბაიჯანელი; ავარიელი, რუსი და ოსი წევრების რაოდენობა ჯამში 1%-ს შეადგენს. მათ საარჩევნო ტრენინგები მათთვის გასაგებ ენაზე ჩაუტარდათ.

სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და დაიბეჭდა 15-მდე დასახელების საარჩევნო მასალა, მათ შორის ამომრჩეველთა ერთიანი სია და საარჩევნო ბიულეტენები. ორენოვანი, ქართულ-აზერბაიჯანული საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდება 9 ოლქის 200 უბნისთვის; ქართულ-სომხური ბიულეტენები - 7 ოლქის 130-ზე მეტი უბნისთვის, ხოლო მარნეულის ოლქის ოთხი უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი - ქართულ -აზერბაიჯანულ-სომხური საარჩევნო ბიულეტენი.

ცესკოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებისთვის 10 სარეკლამო რგოლი ითარგმნა, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის და 24 რეგიონული ტელევიზიის ეთერში გადის. კომისიის ინიციატივით და საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით, საინფორმაციო დაიჯესტი საარჩევნო თემებზე ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებულობისა და ხელშეწყობის მიზნით, ცესკოსთან არსებულმა სწავლების ცენტრმა 10 არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი დააფინანსა, 6 არასამთავრობო ორგანიზაცია კი - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES). ამ პროექტების ფარგლებში ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია განხორციელდა ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, კერძოდ: აზერბაიჯანელებისთვის, სომხებისთვის, ოსებისთვის, ბოშებისთვის, ქისტებისთვის, უდინებისთვის, ავარიელებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების კუთხით განხორციელებული პროექტების ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქალების ჩართულობის ზრდას და მათ როლს საარჩევნო პროცესებში.

ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული მონაცემები ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ცესკოს კონტაქტ-ცენტრში კი მომხმარებლებს ინფორმაციას აწვდიან სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზეც.

როგორც დღეს კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა - ”არანაკლებ მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდა ამომრჩევლების მონაწილეობა საარჩევნო პროცესში და მათი ინფორმირება. ამ მიზნით წელს ცესკო-მ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საჯარო სკოლებში შეხვედრები გამართა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. ხოლო სამცხე-ჯავახეთისა და თელავის უნივერსიტეტებში გაიმართა დებატები თემაზე - არჩევნების როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის,” - აღნიშნა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42