ცესკოს აქტივობები შშმ პირთა არჩევნებში ჩართულობისთვის - შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან
საზოგადოება - 18:46, 10 Jun, 2014     1588
ცესკოს თავმჯდომარე დღეს არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. თამარ ჟვანიამ მათ იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში შშმ პირთათვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით განახორციელა. ამ მიმართულებით პროექტები ცესკოსთან არსებული სასწავლო ცენტრისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ხელმძღვანელი ნერმინ ნიშიჩი შეხვედრის მონაწილეებს შშმ პირთა არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადაპტირებულ უბანთა რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით შეადგენს 460-ს. კენჭისყრის დღეს მობილური ჯგუფები ეტლით მოსარგებლე ან მოძრაობის შეფერხების მქონე ამორმჩევლებს, სურვილის შემთხვევაში 7 ქალაქში მოემსახურებიან. უბანზე მისულ სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ, პორტატული კომპიუტერების გამოყენებით, იხილონ კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ საინფორმაციო ვიდეო რგოლი სურდოთარგმანის თანხლებით (ჟესტური ენა). ხოლო მცირემხედველ ამომრჩევლებს, წელს პირველად ექნებათ შესაძლებლობა 3,636 საარჩევნო უბანზე გამოიყენონ სპეციალური გამადიდებელი ხელსაწყო ე.წ. ლინზის ფურცელი. ასევე პირველად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობისა და გააქტიურების მიზნით, ცესკომ სარეკლამო/საინფორმაციო ვიდეო რგოლის დამზადება უზრუნველყო, რომელიც ცენტრალური და რეგიონალური ტელეკომპანიების და რადიო ეთერშია განთავსებული.

ზემოაღნიშნული აქტივობები ცესკოში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42