„სალომეს უჩალიჩებენ“...
საზოგადოება - 17:44, 10 Jun, 2014     21833
გუშინ ''იქს ფაქტორის'' მორიგი ტური გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ''სტაფი'', რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, ყოველთვის მოწესრიგებული და მობილიზებული მეჩვენება, პატარა ინცინდენტი მაინც მოხდა.

პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს ფილარმონიის სცენაზე დამონტაჟებული ეკრანები გაითიშა.

ეს ყველაფერი სალომე ტეტიაშვილის გამოსვლას დაემთხვა.

მას მერე, რაც წამყვანებმა, ია სუხიტაშვილმა და გეგა ფალავანდიშვილმა შემდეგი მონაწილე, სალომე ტეტიაშვილი გამოცხადეს, ეკრანზე ვიდეო გამოჩნდა, სალომე მოცეკვავეებთან ერთად სცენაზე გამოვიდა და მოულოდნელად ყველა ეკრანი ჩაქრა.

მომღერალი კულისებში შეაბრუნეს. ამან მაყურებელში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ამბობდნენ, რომ სალომეს უჩალიჩებენ, თორემ რაღა მის გამოსვლას დაემთხვა ეს ხარვეზიო. ტექნიკური ხარვეზის დროს ''რუსთავი 2''-ის ეთერში რეკლამა გავიდა.

ამასობაში სცენა თორნიკე ყიფიანისთვის მოამზადეს და სცენაზე მუსიკალური ინსტრუმენტები შემოიტანეს. პროცესი ისე გაიწელა, აივანზე მსხდომმა ბიჭებმა სიმღერაც კი დაიწყეს.

როგორც ჩანს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები იყვნენ. ''გამარჯვების გზებზე ვდგებითო'', დაიწყეს და აყვა დარბაზიც. ის, ის იყო, მისამღერზე გადავიდნენ, რომ დარბაზში ნაცნობი ხმა გაისმა, - ''აბა, ეთერში შესასვლელად მოემზადეთ, ერთი, ორი, სამი, ''დინამოთი'' ვერ შევალთ ეთერში...''

კონკურსი თორნიკე ყიფიანის გამოსვლით გაგრძელდა და სალომე თორნიკეს შემდეგ გამოვიდა სცენაზე. როგორც შემდეგ გაირკვა ყველაფერი ძაბვის ვარდნის ბრალი ყოფილა.

სალომე ტეტიაშვილს დავუკავშირდით და მომხდარზე, რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- შენს გამოსვლას პატარა უსიამოვნება მოჰყვა სცენაზე, რა მოხდა ხომ არ იცი, რატომ ჩაქრა ყველა ეკრანი?
- ძაბვის ვარდნის ბრალი იყო, მე როგორც გავიგე.

- ხომ არ ინერვიულე, ამან გავლენა, ხომ არ მოახდინა შენს გამოსვლაზე?
- არა, უფრო ვინერვიულებდი შუა სიმღერის დროს რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი.

- დარბაზში მაყურებელი ერთმანეთს ეუბნებოდა, სალომეს უჩალიჩებენო...
- არა, ეს სისულელა, ნამდვილად ვიცი, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო.

წყარო: reitingi.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42