ზაზა ხატიაშვილი მედეა ვასაძის დასჯას ითხოვს
საზოგადოება - 16:47, 10 Jun, 2014     1092
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტს გმბობს.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ზაზა ხატიაშვილის განცხადებას:

,,საქართველოში გახშირდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. ჟურნალისტთა დაშანტაჟების ფაქტებს საქართველოში კამპანიური ხასიათი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს და გრძელდება ეხლაც. ამჯერად გამოვყოფ ბათუმში კომპანიის ,,ტელეარხი 25“ ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, როცა ეს ხორციელდება უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ საჯაროდ და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს ქალბატონი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა, ცოტა გასაკვირია, ეს ქალბატონი კარგად უნდა ერკვეოდეს ადამიანის უფლებებში, გაეროს რეზოლუციებში, კონვენციებში. ბოლო–ბოლო საქართველოს კონსტიტუცია უნდა ჰქინდეს წაკითხული. ასევე, მან კარგად უნდა იცოდეს თმენის ვალდებულების შესახებ. დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია გამეფებული მიგვიყვანს სრულ ანარქიამდე. დღევანდელმა ხელისუფლებამ დროულად უნდა აღკვეთოს ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს პასუხი აგოს არამარტო ქართველი ხალხის, არამედ ცივილუზებული მსოფლიოს წინაშე. საზოგადოება, სადაც ილახება ადამიანის უფლებები, ვერ განვითარდება და ვერ გახდება დემოკრატიული სამყაროს ნაწილი.

იმ თანამდებობის პირიების გასაგონად ვისაც არ აქვს გაცნობიერებული დამოუკიდებელი ჟურნალისტის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში განვმარტავ:

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილებაში სანდი ტაიმსი-- გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ მიუთითა:,,პრესის მოვალეობაა გაავრცელოს ინფრმაცია და იდეები საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხებზე. ამასთან, მხოლოდ პრესას კი არა აქვს ამოცანა, გადასცეს ინფორამცია და იდეები , არამედ საზოგადოებასაც აქვს უფლება, მიიღოს ის. სხვაგვარად პრესა ვერ შესძლებდა შეესრულებინა „საზოგადოების მოდარაჯე ნაგაზის“ ძირითადი როლი”.

მე, როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოვითხოვ გადადგეს მედეა ვასაძე და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი და მოვუწოდებ აჭარის უმაღლეს საბჭოს მოახდინოს სწრაფი რეაგირება დეპუტატის სამარცხვინო ქმედებასთან დაკავშირებით. რადგან ამ ქალბატონის მიერ ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდება, როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლის და მუქარის ფაქტი.

ამასთან, მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს შეისწავლონ არსებული დანაშაულის ჩადენის გარემოებები და დაიწყონ გამოძიება.

თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოს თუ ვაშენებთ, მაშინ მოგვიწევს პატივი ვცეთ ადამიანის უფლებებს, დავიცვათ ისინი და ვისწავლოთ ცივილური მეთოდებით ადამიანებთან ურთიერთობა. კატეგორიულად მიუღებელია მედიაზე ზეწოლა და მუქარა კონკრეტული ფილმის თუ სიუჟეტის გამო“, - ნათქვამია ხატიაშვილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42