თბილისელი თაღლითების მორიგი სახიფათო თამაში - "ფულის ახევის" ახალი სქემა!
საზოგადოება - 16:32, 10 Jun, 2014     9938

საქართველოში თაღლითობა არავის უკვირს, თუმცა თაღლითები სიახლეებს ყოველდღიურად გვთავაზობენ. გიორგი ჯეჯელავა, შემთხვევით გადარჩა, რომ ავტომანქანა არ დაკარგა.

ჩვენ ვთხოვეთ მას საკუთარი ისტორიის მოყოლა, რომლის მოსმენის შემდეგ ბევრი ავტომოყვარული სიფრთხილეს გამოიჩენს:


- უცხოეთიდან ჩამომყავს მანქანები და ვყიდი, ბაზრობაზეც მიყენია მანქანა და ინტერნეტშიც მაქვს გაკეთებული განცხადება.

დაახლოებით ორი თვის წინ დამირეკა ქალბატონმა და მთხოვა მანქანა მეჩვენებინა. ვუთხარი, რომ ბაზრობაზე მყავდა და დავთქვით შეხვედრა.

შეხვედრაზე მამაკაცთან ერთად მოვიდა, რომელიც ქმრად გამაცნო. BMW 330 იყო და ვაჩვენე. ფაქტობრივად, არ შეუმოწმებიათ ისე მითხრეს, რომ იყიდდნენ. კაპოტიც კი არ აუხდიათ, რომ ენახათ შიგნით რა იყო.


- ამან არ დაგაეჭვა?
- რა თქმა უნდა, დავეჭვდი, რადგან 9000 დოლარი არაა ის თანხა, რომ რაღაცაში გადაიხადო და არ შეამოწმო, მაგრამ ვინაიდან იხდიან ფულს, საეჭვო რაა-მეთქი ვიფიქრე. თანაც როცა შევხვდი, კაციც და ქალიც მიმტკიცებდნენ, რომ სადღაც ვიყავით შეხვედრილები და ერთმანეთს ვიცნობდით. ისე დამაჯერებელად ამბობდნენ, რომ ერთი ხანობა მეც ვიფიქრე, ეგებ მართლა ვიცნობ ამ ალალ ხალხს და მე ვერ ვიხსენებ-მეთქი. ბოლოს ქალმა თქვა ჯავახიშვილში ვკითხულობ ლექციებსო და მეც ეგ დავამთავრე და ე.ი. მაქედან მეცნობიო.

- ანუ მოეწონა მანქანა და გადაწყვიტა ყიდვა და რაა აქ თაღლითური?
- მოეწონა? კი არ მოეწონა "გაგიჟდა", სურათებში ასეთი არ ჩანდა, ბევრად უკეთესიაო და ქმარიც უყოყმანოდ ეთანხმებოდა. მოკლედ შევთანხმდით, რომ იყიდდა. მერე ვითომ გატესტა და ავტო ბაზრობას წრე შემოუარა, მოკლედ ვყიდულობ, მაგრამ ფული თან არ წამომიღია, რაღაც საქმეში ვარ და პარტნიორს მივეცი 2 დღითო და თუ შეგიძლია 2 დღე დაგველოდოო. 2 დღე კი არა 2 კვირაც დავუცდიდი და ზუსტად მესამე დღეს მირეკავს, თუ შეგიძლია, ორთაჭალაში ამა და ამ დგილას მოხვიდე, ფული პარტნიორმა ვერ მომცა და ავტო სესხი მინდა გავაკეთოო. არაა პრობლემა-მეთქი და წავედი. როცა მივედი ვიღაც ბიჭი გამოვიდა, მანქანა ათვალიერა, რაღაცები ჩაინიშნა, სურათები გადაუღო და წავიდა. ეს ქალი მეუბნება, რომ ჩვენ ამათი კლიენტები ვართ და 2 დღეში მომცემენ ფულს და ვიყიდიო. კაი-მეთქი და წამოვედი. ზუსტად ორ დღეში მირეკავს შევხვდეთო. მოვიდნენ ორივე ერთად და 5000 დოლარს მოგცემ და დანარჩენ 4000 დოლარს ათ დღეში დაგიფარავო და მანამდე მანქანა შენ სახელზე იყოს გაფორმებულიო. დაგირეკავ-მეთქი და კაიო. მოკლედ ვიფიქრე და ასეთი წინადადება შევთავაზე, იყოს ეგრე, მაგრამ მანქანის გასაღები მე მექნება და როცა დარჩენილ ფულს მომცემთ გასაღებსაც მოგცემთ. მანამდე თუ გინდათ თქვენთან იყოს მანქანა გაჩერებული, ჩემთვის არაა პრობლემა - მეთქი.

- ამ წინადადებაზე რა გითხრეს?
- ეგრე არ გვაწყობსო, რატომ-მეთქი და იმიტომ გვინდოდა ყიდვა, რომ საქმეებზე უნდა გვევლოო. თუ არ გაწყობს, კარგად იყავით-მეთქი. უკვე რაღაცას ვეჭვობდი და ვცდილობდი თავიდან მომეშორებინა. მირეკავს ცოტა ხანში და მეუბნება, თუ დამტვრევის გეშინია, დავაზღვიოთ და დაზღვევის თანხასაც მე ვიხდიო. ამაზეც უარი ვუთხარი და კაი, ცოტა ხანში დაგირეკავო. დამირეკა და ახლა ასეთ წინადადებას მეუბნება, მომეცი მანქანა და ნოტარიუსთან გავაფორმოთ, რომ ვალი მაქვს და უნდა მოგცეო. ამაზეც უარი ვუთხარი და საერთოდ გადავიფიქრე გაყიდვა-მეთქი და შემეშვნენ. ეს ისტორია მოვუყევი ძმაკაცს და იმასაც ანალოგიური დამართნია, უბრალოდ პერსონაჟები იყვნენ განსხვავებულები. ესეც იგივე ადგილას მიუყვანიათ ავტოსესხის გასაკეთებლად. ბუნებრივია, დავინტერესდით და ასეთი რამე გავარკვიეთ: თურმე ის სადაც მეგონა, რომ ავტო-სესხი უნდა მოეცათ, ყოფილა ავტო-ლომბარდი. მანქანა ხომ ღირდა 9000. ლომბარდში მიცემდნენ დავუშვათ 7000, თუნდაც 6000 დოლარს, ესენი მე მაძლევდნენ ხუთი ათასსს და დანარჩენი რჩებოდათ თვითონ. რაღაც პერიოდის მერე, როცა არ მომცემდნენ თანხას, დავუწყებდი ძებნას და ჩემ მანქანას ვიპოვნიდი ლომბარდში და საკუთარი მანქანის ყიდვა აქეთ მომიწევდა. ბოლოს რომ მირეკავდა, გამოდი და თანხას მოგცემო, ალბათ რამეზეც მომაწერინებდა ხელს, ჩვენ კი ყველაფერს ისე ვაწერთ ხელს, რომ არ ვკითხულობთ და საკუთარ მანქანას ჩემივე ხელით დამალომბარდებინებდა.

- ეს რომ გაარკვიე, პოლიციას არ დაურეკე?
- ჯერ იმათ დავურეკე, მაგრამ ალბათ უკვე ნომერი შეცვალეს, რადგან ის ნომერი გამორთული აღმოჩნდა. პოლიციისთვის მიმართვას ვაპირებდი, რომ იქნებ ნახონ ეს თაღლითები, რათა სხვები არ გააბოროტონ, მაგრამ არც სახელი ვიცი ამ ხალხის, არც მისამართი და პოლიციას რა ვუთხრა? ახლა თქვენც იმიტომ გესაუბრებით, რომ იქნებ ვინმემ წაიკითხოს და გაფრთხილდეს.


წყარო: Ambebi.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42