ეფექტიანი საგადასახადო ადმინისტრირების სისტემა - ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:26, 10 Jun, 2014     2433
„შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის „შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება საგადასახადო სფეროში“ წარდგენა.

1 მილიონ 300 ათასი ევროს ღირებულების ბიუჯეტის მქონე პროექტი მიზანია, ხელი შეუწყოს საგადასახადო ადმინისტრაციის მოდერნიზებას და ამ გზით უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებათა მიწოდებას გადამხდელებისა და მოქალაქეებისათვის, ასევე, საგადასახადო კონტროლის სისტემის გაძლიერებას, რაც განაპირობებს გადამხდელთა ტვირთის შემსუბუქებასა და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების გაუმჯობესებას. ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა თანამშრომლების ცოდნისა და კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება, ტექნიკური ინფრასტრუქტურის განახლება, სამუშაო პროცედურებისა და პროცესების დახვეწა და გადამხდელთა ვალდებულებების გამარტივება.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია გადამხდელთა უფლებების დაცვა და სათანადო გარემოს შექმნა საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად, რაც ნიშნავს სახელმწიფოსა და გადამხდელთა ინტერესების დაცვას, საგადასახადო ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამოვლენას, ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას, თაღლითური ქმედებების პრევენციას, გადასახადების ადმინისტრირებას, საგადასახადო დავალიანებათა დაფარვას, მაღალი ხარისხის აუდიტსა და აუდიტის რესურსების მიზნობრივად განაწილებას, თანამშრომლობას უცხოეთის საგადასახადო ადმინისტრაციებთან.

ევროკავშირი საქართველოს ევროპის მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში, ძირითადად, წლიური სამოქმედო პროგრამების სახით ეხმარება. ამ ეტაპზე, ეს მხარდაჭერა ხელს შეუწყობს შემოსავლების სამსახურს, შექმნას უფრო ქმედითი და ეფექტიანი საგადასახადო ადმინისტრირების სისტემა და ის საქართველოს მოქალაქეების ფინანსურ ინტერესებსა და ბიზნესსაქმიანობას შეუსაბამოს, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეასრულოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაგეგმილი ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნები. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესს.

პროექტს 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მას, შემოსავლების სამსახურთან ერთად, განახორციელებს ევროინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების სააგენტო (A.E.I.), ავსტრიის ფინანსთა ფედერალურ სამინისტროსთან თანამშრომლობის გზით.

პროექტი „თვინინგის“ სახისაა. ის ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უწყებებისა და ინსტიტუტების მიერ საკუთარი პრაქტიკული გამოცდილებისა და პროცედურების გაზიარებას ბენეფიციარი ქვეყნისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42