„პოლიციელებმა თვეობით იციან, ვინ არის "ბარიგა", ან სად არის "პრიტონი", მაგრამ "ლავკას" არ ხურავენ“, - ამბობს მანჩო გიორგობიანი და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ თემას ეხმიანება. გიორგობიანი შსს -ს მიმართავს და ფეისბუქის საშუალებით ირაკლი ღარიბაშვილს რჩევასაც აძლევს. ის „განადგურებული“ ნარკოტიკების ხელახალი მოხმარების შედეგად გამოწვეულ ფატალურ შედეგებზე საუბრობს.
მანჩო გიორგობიანი: „მიაქციეთ ყურადღება!!! ყველამ იცის ნარკოტიკების "სალიკვიდაციო" ადგილი და მასიურად გამოაქვთ, ხშირია ფატალური შედეგებიც !!!
გასარკვევია, სამსახურეობრივი გულგრილობაა , თუ სპეციალურად არ ნადგურდება ბოლომდე - ნარკომანებმა ადვილად რომ მიაგნონ, მოიხმარონ და მერე "გამოიჭიროს" პოლიციამ?!
რაშია საქმე, თქვენც სააკაშვილის მეთოდით, ნარკომანების ხარჯზე ავსებთ ბიუჯეტს, თუ საბოტაჟთან გვაქვს საქმე ?!.
მეტიც, პოლიციელებმა თვეობით იციან, ვინ არის "ბარიგა", ან სად არის "პრიტონი", მაგრამ "ლავკას" არ ხურავენ, მათგან გამოსულ მომხმარებლებს კი , მასიურად იჭერენ !!!
Irakli Garibashvili Official, სანამ არ გაიწმინდება შს სამინისტრო ნაც-რეჟიმის კადრებისგან, სულ ასე "იმუშავებენ"... ყველამ იცის, პოლიცია თვითონვე ყიდდა ნარკოტიკს, თვითონვე იჭერდა მომხმარებელს , გასაღებისთვის აპატიმრებდა "უპატრონოებს" და არა მსხვილ ბარიგებს - ასე ივსებოდა კოლოსალური თანხებით ბიუჯეტი, ღონიაშვილის მსგავსები კი, იყვნენ ხელშეუხებლები!!!
სააკაშვილმა, თავის დროზე, ფულის საჭრელ მანქანად აქცია 273-ე მუხლი..
p.s. ბატონო პრემიერო, შემდგომში , სასაცილოდ რომ არ გაიხადოთ თავი, ამ თემაზე არაკომპეტენტურად საუბრისთვის, , კონსულტაცია გაიარეთ ზურა სიხარულიძის მსგავს პროფესიონალებთან. ნიჭიერი ახალგაზრდა ბრძანდებით და უცბად გაერკვევით საკითხში, გაიაზრებთ, რომ ნარკოპოლიტიკაც და კანონიც შესაცვლელია !
Zura Sikharulidze
SOS!!!!! ადამიანებო არ მოხმაროთ ეგრეთ წოდებული "მიწა" უმძიმესი შედეგი შეიძლება დადგეს -უეცარი სიკვდილი. განსაკუთრებულად ბავშვებს ვაფრთხილებ არ მოიხმაროთ თუ ვინმე გეტყვით რომ ბიოა და მიწა ქვიაა!!!!
გადაეცით ყველას რომ ეს არის სიკვდილი!!!!!
ვიღაცამ მიაგნო ადგილს სადაც დაწვეს ნარკოტიკი და წამოათეს იქედან მიწა
მეშოკებით დაამუშავეს და ეხლა ასღებენ როგორც ბიოს და ამ დროს რა ნაზავია კაცმა არ იცის კომა ყველაზე იოლი გამოსავალია.
მასალის გამოყენების პირობები






