კომპანია RMG–ს კორმერციული დირექტორი სოსო ცაბაძე აცხადებს, რომ როდესაც საია კორუფციასა და კანონდარღვევაზე საუბრობს, უნდა მიუთითოს, რომელი კანონის რომელი მუხლი იქნა დარღვეული და ვის მიერ.
ცაბაძეს საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით საია-ს კვლევის შედეგები შაფასა და აღნიშნა, რომ ამას კვლევას ვერ უწოდებს, რადგან, მისივე თქმით, ეს არის რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტები, რომლებიც გაერთიანების შემთხვევაში კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.
"ეს ან იმიტომაა, რომ ცოტა არაკომპეტენტურად და არაგულდასმით იყო ეს სამუშაო ჩატარებული, ან ეს არის წინასწარ განზრახულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. როდესაც კანონდარღვევაზე და კორუფციულ გარიგეგებზე საუბრობს სერიოზული რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც იურიდიული მიმართულება აქვს, უნდა მიუთითოს, რომელი კანონის რომელი მუხლი იქნა დარღვეული და ვის მიერ. მაშინ იქნებოდა საჭირო კომენტარი ან თავის მართლება. რაც შეეხება ლიცენზიის გაგრძელებას, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გადაწვეტილებას ამასთან დაკავშირებით იღებს სამინისტროს წარდგენით საქართველოს მთავრობა. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში არც ერთი ნორმა დარღვეული არაა. ლიცენზიის გაგრძელებას თავისი ლოგიკა ჰქონდა, იმიტომ, რომ კომპანია დიდი ხანი იყო გაჩერებული არასამართლებრივად, ვერ ახორციელებდა იმას, რაც უნდა განეხოციელებინა. ანუ, მან ვერ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და წლის ბოლომდე გაუგრძელდა ლიცენზია. ეს მოხდა კომპანიის მიმართვის საფუძველზე“, - აცხადებს სოსო ცაბაძე.
საია-ს კვლევის შედეგების მიხედვით, კომპანია “RMG GOLD”-ის ლიცენზიის მოქმედების ვადის უფასოდ გაგრძელება და ამ პროცესში სახელმწიფო სტურტურების მოქმედება აჩენს ეჭვს, რომ ლიცენზიის გაგრძელების დროს კონკრეტული პირების მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა კორუფციულ ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
ანგარიშის მიხედვით, საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით RMG GOLD-ს ლიცენზიის შეძენის დროს არ უნდა ჰქონოდა განსაკუთრებული ეკონომიკური გათვლა, რადგან 2009 წელს, როცა ლიცენზია კომპანიის ხელში გადავიდა, საყდრისი-ყაჩაღიანი უკვე წარმოადგენდა ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რაც ობიექტზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
მასალის გამოყენების პირობები






