ჯავახეთში ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:20, 10 Jun, 2014     2136
ახალქალაქში, ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

საძირკვლის ჩაყრას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის(WWF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის(KFW) წარმომადგენლები დაესწრნენ. ხათუნა გოგალაძემ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შემავალი კარწახის ტბა მოინახულა და ადგილზე არსებულ ბიომრავალფეროვნებას გაეცნო. ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის დაფინანსებითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) გერმანიის ფილიალი ახორციელებს. ცენტრის მშენებლობაზე 20 ადგილობრივი უკვე დასაქმდა, მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი კიდევ 15 ადგილობრივი დასაქმდება.

პროექტის „ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში - ჯავახეთის რეგიონში ეროვნული პარკი და ხუთი აღკვეთილი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ უკვე ცალკეული სოციალური პროექტები განხორციელდა და ასევე იგეგმება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება ქვეყნებს შორის, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურაც. პროექტის მთლიანი ღირებულება 2.250 000 ევროა.

WWF-ის მიერ მომზადდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მართვის გეგმის პროექტი, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2013 წელს დამტკიცდა. აღნიშნული გეგმის მიხედვით მოხდება ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მართვა მომავალი 6 წლის განმავლობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42