საია "ტელეარხ 25-ის" ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტს ეხმიანება
საზოგადოება - 11:36, 10 Jun, 2014     1348

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" "ტელეარხ 25-ის" ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტს ეხმიანება, მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მას მედიის მუშაობაში უხეშ ჩარევად აფასებენ:

"2014 წლის 8 ივნისს ტელეარხი 25-ის ეთერში გავიდა ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის საგამოძიებო ფილმი სახელწოდებით „უმაღლესი კომფორტი“ . ფილმი შეიცავს ინტერვიუებს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს კომისიების ხელმძღვანელებთან, მათ მიერ გაწეული საქმიანობის, მათ შორის უცხო ქვეყნებში მივლინებების დროს გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

ჯაბა ანანიძის განცხადებით, ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, იმავე საღამოს მას ტელეფონზე დაუკავშირდა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე. ჟურნალისტმა აწარმოა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის ნაწილი გამოქვეყნდა ტელეარხი 25-ის 2014 წლის 9 ივნისის საინფორმაციო გამოშვებაში . ჩანაწერში მედეა ვასაძე ჟურნალისტს მუქარის ტონით ესაუბრება და ეუბნება: „ახლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას, ყველა მაგ ფაქტს წაგიქცევ მე შენ ცოტა ხანში;“

„ჯაბა, ცოლი გყავს შენ? ეხლა რა მინდა გითხრა მე შენ. იცი ქალაქში რა ხმები დადის შენზე? საეჭვო მიხვრა მოხვრა აქვსო ჯაბასო, ორიენტაციას აყენებენ შენსას ეჭვქვეშ;“ „აი მე ხვალ უნდა დავურეკო პროკურორს და უნდა ვუთხრა რომ შენ, ჯაბა ანანიძე, რო აფურთხებ ცხვირ-პირში რესპუბლიკის პროკურორს და პროკურატურას როგორ არ რცხვენია, აი ამას ვეტყვი მე ხვალ პროკურორს, რამდენ ხანს უნდა აჯიჯგნინო საკუთარი თავი და მედეა ვასაძე.“ ჯაბა ანანიძესა და მედეა ვასაძეს შორის სატელეფონო საუბარი წარმოადგენს ზეწოლას ჟურნალისტზე მომავალში არ მოამზადოს კრიტიკული მასალა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ. მაღალი თანამდებობის პირის მიერ ჟურნალისტის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება საფრთხის ქვეშ აყენებს კრიტიკულ ჟურნალისტურ საქმიანობას. მომხდარი წარმოადგენს მედიის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას და შეუთავსებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უმნიშვნელოვანეს ღირებულებებთან. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ მედეა ვასაძის დამოკიდებულება ჟურნალისტის საქმიანობისადმი ახდენს მთლიანად აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას. ამის გამო აუცილებლად მიგვაჩნია აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ იმსჯელოს და დააფიქსიროს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მომხდარ ფაქტზე",-ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42