ქართველი სამხედროები აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ
საზოგადოება - 11:34, 10 Jun, 2014     1456

საქართველოს შეიარაღებული ძალები ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში ჩაერთო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით , ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უკვე გაემგზავრნენ.

ჯარისკაცები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა. მან ქართველ სამხედროებს მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ქაბულში, ბაზა "ფენიქსზე" ექვსი თვის განმავლობაში ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ევროკავშირის მისიისთვის კი, დამატებითი მომზადება მათ ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" გაიარეს. გადასროლისწინა ორთვიანი სწავლება პატრულირებას, საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობას, ბაზის დაცვასა და სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. სწავლებაში, ასევე, ორი ფრანგი ოფიცერი იყო ჩართული. მათ ქართველ სამხედროებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიას დედაქალაქ ბანგიში შეასრულებენ. მისია სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მდგომარეობის სტაბილიზაციას ითვალისწინებს. ისინი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებას მოახდენენ.

ქართველი სამხედროების გაცილების ცერემონიალი 6 ივნისს გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42