ამ ბიჭის გარეშე რომ დამტოვოთ, გავგიჟდები - თქვა თორნიკეს გამოსვლის შემდეგ თამთა გოდუაძემ. მენტორი ალბათ ვერც წარმოიდგენდა რომ ამ მომღერალს აუტსაიდერებში იხილავდა. რადგან თორნიკეს სიმღერაც გამორჩეული იყო და მანამდე ჟიურის წევრთა შეფასებებიც.
„თორნიკე ყიფიანი ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტია, რომელსაც აქვს შინაგანი უზარმაზარი დრაივი და ენერგეტიკა“, - აღნიშნა სოფომ. თამთამ იმიტომ დატოვა თორნიკე, რომ მას სჭირდება იარაღი გიორგი გაბუნიასთან და მის ბიჭებთან საბრძოლველად. ეს იარაღი თორნიკეა.
„ერთადერთი დიდი მინუსი რაც აქვს თორნიკეს ეს არის ის რომ ის ჩემი ბიჭებისთვის ერთ-ერთი ძლიერი კონკურენტია“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
„თორნიკესთან არ მეშინია არცერთი კონკურსანტის კონკურენციის. ის ცალკე კატეგორიაა და ყოველთვის იმას გააკეთებს რაც არის და ეს იქნება ყოველთვის მაგარი და განსხვავებული. ყველაფერს გავაკეთბ იმისთვის რომ თორნიკე ფინალში მოხვდეს“- თქვა თამთამ.
მასალის გამოყენების პირობები






