8 კონკურსანტმა თანმიმდევრობით იმღერა. მღელვარებამაც პიკს მიაღწია და ორი აუტსაიდერიც დასახელდა, მანამდე კი მაყურებლის გადაწყვეტილებით კონკურსის ფავორიტად მებო ნუცუბიძე დასახელდა.
37551 ხმიდან, სწორედ მან მიიღო ხმათა უმრავლესობა. ხოლო მაყურებლის გადაწყვეტილებითვე აუტსაიდერებად თამთას გუნდის წევრები ნათია თადიაშვილი და თორნიკე ყიფიანი დასახელდნენ.
„ნათია რისკზე წავიყვანე და პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ და ძალიან მტკივა გული ამის გამო, მაგრამ თორნიკეს ვერ გავუშვებ“ -განაცხადა თამთამ.
საბოლოოდ ოთხივე ჟიურის გადაწყვეტილებით პროექტში თორნიკე ყიფიანი დარჩა.
ნათია თადიაშვილი:„ჩემო ძვირფასებო ყველას დიდი მადლობა, მხარდაჭერისთვის ქებისა და კრიტიკისათვის, ძალიან დიდი მადლობა თამთას, მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა, დიდი მადლობა ყველა მენტორს, ყველას, ყველას,... მე დიდ სცენაზე დავდექი და დღეს ბედნიერი ვარ, წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით თორნიკეს, მიყვარხარ საქართველო“...
მასალის გამოყენების პირობები






