ცესკომ ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა გამოაქვეყნა
საზოგადოება - 16:04, 09 Jun, 2014     1162

ცესკომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ამორმჩეველთა მონაცემების დამუშავება დაასრულა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3,429,748 შეადგინა, რაც 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის საბოლოო მონაცემია. სააგენტომ კომისიას 3, 501, 198 მოქალაქის მონაცემები 1 ივნისს გადმოსცა.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ პირველად სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ამორმჩეველთა საერთო რაოდენობა მიმდინარე წლის 1 მაისს გამოაქვეყნა (3, 472, 772). საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 43, 024-ით არის შემცირებული.

9 ივნისს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ბარათების დარიგების მეორე ეტაპს იწყებს. როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა ”პირველად, ამომრჩევლებს ბარათები მონაცემების გადამოწმების მიზნით ერთი თვის წინ დაურიგდათ. ბარათებში, რომელსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დღეიდან დაარიგებენ, მითითებულია, თუ რომელ საარჩევნო უბანს უნდა მიაკითხონ ამომრჩევლებმა ხმის მისაცემად. თუ ამომრჩევლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით არ შეუძლიათ საარჩევნო უბანზე მისვლა, უნდა დაუკავშირდნენ შესაბამის უბანს 12 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით,” - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ამომრჩევლებს ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ცენტრს ნომერზე - 2 51 00 51.

დღეიდან, ცესკოში ამოქმედდა მედიაცეტნრი, სადაც ჟურნალისტებს მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელება არჩევნების შედეგების შეჯამების ჩათვლით შეეძლებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42