დედამიწა კოსმოსთან შედარებით ძალიან პატარაა. დაფიქრდით იმ დაუსრულებელ დანაშაულებებზე, რომლებიც ამ პატარა წერტილში ხდება, რამდენად ხშირია მათი გაუგებრობა, რამდენად იოლია მათთვის ერთმანეთის მოკვლა. დაფიქრდით იმ სისხლის მდინარეებზე, რომლებიც ყველა იმ იმპერატორისა და გენერლის გამარჯვებისთვის და ტრიუმფისათვის დაიღვარა, ეს ყველაფერი კი ამ ერთ პატარა წერტილშია.
დედამიწა ერთადერთი პლანეტაა (რაც ჩვენ ვიცით), რომელზედაც ცხოვრება არსებობს. ახლო მომავალში ვერსად გადავალთ საცხოვრებლად, სტუმრობით კი, მაგრამ არა საცხოვრებლად. მოგწონთ თუ არა, დედამიწა ის ადგილია, სადაც უნდა ვიყოთ.ჩვენი პოზირება, ჩვენი წარმოსახვა თვითმნიშვნელობაზე, ის ილუზია, რომ ჩვენ პრივილეგირებულ პოზიციაზე ვართ ამ სამყაროში, ამ ყველაფერს ეს პატარა წერტილი წონის. ჩვენი პლანეტა მარტოა ამ განუსაზღვრელ კოსმოსურ სიბნელეში. ამ უსასრულობაშიც კი უცნობია, მოვა თუ არა ვინმე იქიდან, რომ გვიხსნას ჩვენ საკუთარი თავიებისაგან.
ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში და სათუთად მოვუაროთ ამ პატარა წერტილს, ერთადერთი სახლი, რომელიც ვიცით.“ - Carl Sagan.
წყარო: ideahub.ge
მასალის გამოყენების პირობები






