შვეიცარიაში მცხოვრები პროფესორი გიორგი კავკასიძის მიერ ,,ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს უამრავი კომენტარი და დაპირისპირებაც მოჰყვა.
უცხოეთში მყოფი ქართველების თქმით საქართველოში მყოფებს ფსიქოლოგიურთან ერთად ფსიქიატრიული დახმარებაც სჭირდებათ.
გიორგი კავკასიძის სტატუსი:
„ერთი მეგობარი წერს - ჩემი კოლეგები იყვნენ ეხლა საქართველოში და უკვირთ, რა დახმარება სჭირდება ქვეყანას, სადაც ქუჩები ძვირფასი მანქანებით არის გაჭედილი, რესტორნები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და მუდამ ხალხით არის სავსე, ღამის კლუბები "გუგუნებს", კაზინოში ტევა არ არისო“ ?!
George Mamaladze ფსიქოლოგიური
Lado Gogiashvili მენტალური...
Gia Bakhtouridze "ფსიქოლოგიური"? ხუმრობთ?! რატომ არა ფსიქიატრიული?!!!!
Nana Durglishvili წარმომიდგენია რა რეაქცია ექნებოდათ . გამოცდილი გვაქვს მსგავსი შთაბეჭდილებების გაზიარების სირცხვილით თმენა .... ერთმა აქაურმა შეძლებულმა იქ ვიზიტისას იშაყირა მთლიანად Bergdorf Goodman ის ყიდვა მომიწევს თუ კიდევ წავედი ,საქართველოში გასაპრანჭადო .ეტყობა კარგი ცხოვრების დიდი მოყვარული ხალხია ქართველი , მაგრამ ამ ცხოვრების შექმნის გაგებაში არ არიანო . ნუ უნდათ და ... კიდევ ჯაზი უყვართ განსაკუთრებით ჟევ თბილისელებს და ხიხო ქვეყნის მართველი მეთქი , სულ გავაგიჟე . საქაჯეთი ...
ჩვენ გენაცვალე ყველაფერი ვიცით. ყველაფერი გვიხარია... ყველა გასაღებს ვფლობთ და ზოგადადაც ყველაფერი გვაქვს, ამიტომ დაანებონ თავი ჩვენი ჭკუის სწავლებას J)) თუ მაინცდამაინც ფული გააგზავნონ კურთხეულში.... დანარჩენი ყველაფერია იქ J))
Tea Tabagari უცხოეთიდან ხშირად ჩამოსული ქართველები, რატომღაც ელოდებიან, რომ ჩვენ გაცილებით უფრო ცუდად უნდა ვცხოვრობდეთ, ვიდრე ისინი უცხოეთში. აქაც შრომობს ხალხი და შოულობს ჯიპის ფულს. მაგრამ ყველა ვერ.
Maia Darchia თეა, უცხოეთიდან ჩამოსულმა წარმატებულმა ქართვლებმა ჯოჯოხეთი გაიარეს სანამ იმ წარმატებას მიაღწიეს. აბა რას ამბობთ? და რატომ გგონიათ, რომ უცხოეთიდან ჩამოსულ ქართველს არ გაუხარდება წარმატებული საქართველო? ასევე გამაგებინეთ, რა ფულის შოვნასა და ჯიპზეა ბაასი, ქვეყანაში, რომელიც ბავშვების შიმშილიანობით, მსოფლიოში ლამის პირველ ადგილზეა. გაგონილა ასეთი ფულის შოვნა?
George Kavkasidze სტუმრები ქართველები კი არა უცხოელები იყვნენ…
რაც შეეხება ქართველებს, უცხოეთში მცხოვრებლებს ალბათ ის უკვირთ, სქართველოში ჯერ კიდევ შეიძლება უშრომველად დიდი ქონების პატრონი გახდე. დასავლეთში ეს პრაქტიკულად გამორიცხულია რადგან იქ შემოსავალი შეესაბამება გაწეულ შრომას და ცოდნას
Tea Tabagari ბატონო გიორგი, ქართველები ძალიან ბევრს ვმუშაობთ. შაბათ–კვირების და 7-10 წელი შვებულებების გარეშე. ზოგჯერ 12 საათამდე. უცხოელები ვერ უძლებენ ამ რეჟიმს. ასე რომ უფრო მეტი გვეკუთვნის კაც საათების მიხევდით ვიდრე გვაქვს. ეს ჩემი დამოკიდებულებაა, რომალსაც საქართველოს გარეთ 10 წლიანი მუშაობის სტაჟიც მაქვს. არაფერი განსაკუთრებული არ არის იმ მიღწევებში, რასაც უცხოეთში ქართველები ვაღწევთ ხოლმე აწყობილ სისტემაში. როცა სისტემას ქმნი, ეს გაცილებით უფრო განსაკუთრებულია
George Kavkasidze ვერ დაგეთანხმებით. აწყობილ სისტემაში სწორედ, რომ უნდა გამოირჩეოდე ნიჭით, ცოდნით, მოტივაციით .
Maia Darchia თეა, ვინ გითხრათ , რომ აქ ასე არაა? რომელ 7/10 წლიან შვებულებებზე ლაპარაკობთ? და იცით ამ აწყობილ სისტემაში, რომ ჩაჯდე რამხელა ძალისხმევა გჭირდება ადამიანს დღეღამეში 24 საათიანი დატვირთვით? ეგ რამ გათქმევინათ?
Tea Tabagari ნიჭი, ცოდნა და გამოციდელაბ, არც აქაურებს არ აკლიათ. ამიტომ ჯიპებიც გვაქვს და გვექნება.
Ablotia Tengiz Tea Tabagari! ანუ, თქვენთვის მუშაობის კრიტერიუმი არის რაც უფრო მეტად დაიღლება კაცი? და იმას არაა აქვს მნიშვნელობა, რომ ფრანგი მუშაობს დღეში 6–7 საათი, მაგრამ 3–4ჯერ უფრო ნაყოფიერად, იმიტომ რომ არ ჭორაობს, ყავას არ სვამს, ინტრიგებს არ ხლართვავს? ჩვენი გლეხი იღლება, მაგრამ უტვინობის და არაორგანიზებულობის გამო 3 ჯერ ნაკლები ეფექტურობით მუშაობს ვიდრე თუნდაც სომეხი გლეხი, ევროპელზე არაფერი რო არ ვთქვათ? ის რომ ქართველს უწევს ბევრი დროის დაკარგვა მუშაობაში, მეტყველებს არა შრომისუნარიანობაზე, არამედ არაორგანიზებბულიბაზე. დღეს თუ ორშაბათია და რაღაცა საქმეა გასაკეთებელი პარასკებამდა, ევროპელი გააკეთებს სამშაბათს და იქნერბა წყნარად, ქართველი ვაი–ვუით დაიწყებს ხუთშაბათს საღამოს, მთელი ღამე იწვალებს, რაღაცას იზამს, და ბოლოს იქნება უხარისხო. ამიტომ მეტი კი არა, რაც აქვთ ის არ ეკუთვნით.
Maia Darchia აჰ, თეა, თეა, მე ჩემი ხელფასით ჯიპს ვერ ვყიდულობ, მიუხედავად იმისა რომ ტიტულები არ მაკლია. ღმერთმა გაგიგონოთ თეა, მაგრამ იქნებ „ჯიპებიც გვაქვს და გვექნება“ - ამ სიტყვებთან ერთად იმ ათასობით დამშეულ ბავშვსაც უწილადოთ ცოტათი მოწყალება, არა?! ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჯიპებით სიამაყე შეიძლებოდა... ამას ვერც წარმოვიდგენ, წარმოუდგენელია.
Tea Tabagari ცოტა მეტი პატივისცემა გამოიჩინეთ საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. ვინმეს ყავს ჯიპი, ეს არ ნიშნავს, რომ მორალური პრობლემა გააჩნია. მორალური პრობლემა ის არის, რომ ეს სოციალური "რაზბორკების" თემა ხდება.
Maia Darchia ბედნიერებას გისურვებთ თეა
Tea Tabagari მადლობა. თქვენ ჯიპს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ყველა ქართველს ჰქონდეს ჯიპი, გარემონტებული ბინა და სასიამოვნო ვიქ–ენდი. თუ ერთმა ადამიანმა თავი ამოქაჩა, ე ი. ნაკლები დარჩა ამოსაქაჩი.
მასალის გამოყენების პირობები






