მეუფე იობი ინ ვიტრო განაყოფიერებაზე საუბრობს. „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში მეუფე აცხადებს, რომ „თავიდანვე, დასაწყისშივე ცოდვა, ღვთის გზიდან გადახვევა უდევს საფუძვლად ასეთ შვილიერებას“:
„ძველი აღთქმიდან გავიხსენე ეზრას მესამე წიგნი, რომელშიც ავტორი ამბობდა - მოვა დრო და სამი ოთხი თვეც საკმარისი იქნება ბავშვის გასაჩენად. ამის გამო ლამის სასაცილოდ აგვიგდეს, თუმცა, წლების შემდეგ აი, რა რეალობის წინაშე დავდექით - სინჯარაშიც კი გამოჰყავთ ბავშვები.
მისმა უწმინდესობამ ამ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიცია დააფიქსირა. რაც ღვთით დაშვებულია, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ. არის წყვილი უშვილო? ესე იგი ასეთია ღვთის ნება!
ვიცით, რომ ჩუკენობა ცოდვაა, სწორედ ამაზეა დაფუძნებული ეს ინ ვიტრო განაყოფიერება. თავიდანვე, დასაწყისშივე ცოდვა, ღვთის გზიდან გადახვევა უდევს საფუძვლად ასეთ შვილიერებას და განა შეიძლება ცოდვა ბედნიერება გახდეს?“, - აცხადებს „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში მეუფე იობი.
მასალის გამოყენების პირობები






