ბატონმა კალაძემ ბრძანა: 15 ივნისის მერე დავამთავრებთ ნაციონალების თარეშსო! ვაიმეეეეეეეე
ნეტა ეს რას უნდა ნიშნავდეს? იჭერენ? ხვრიტავენ? ასახლებენ? რა მოხდება ნეტა?
ვინც ყოველგვარი ანალიზის გარეშე მოვიაზრებით მათ მხარდამჭერებად და მე ნამდვილად ვარ საქართველოს პრეზიდენტის (ნებისმიერი) და ქართული სახელმწიფოს განვითარების და გათანამედროვეობის მხარდამჭერი არ ვიცით როგორ გაგვახარებენ.
მუქარა ისევ მუქარა. . . . და გაცოცხლდა კობა, სერგო, არუთინა და წავიდა დოქსოპულოების დიმპიტაურიიიიიიიიიი
ბატონო პრეზიდენტო! ბატონო გიორგი! დაიცავით თქვენი ხალხი ამ საშინელი ტენდენციისგან რასაც ჰქვია "თარეშის დასასრული", ეს თქვენი მოვალეობაა და გააჩუმეთ ხალხის მიერ დაქირავებული ჩინოვნიკები. . . .
ორი წელიწადია მიატოვეს სახელმწიფოც, ხალხიც, სოფელიც, დაირიგეს პრემიები და ახლა საბოლოო დარტყმისათვის ემზადებიან?
რაღაც პროვინციული პიარკამპანიით უნდათ რომ ხალხი ისევ დააბოლონ? კარგი ასე იყოს. . . . მე თანახმა ვარ
იმ იმედით რომ კალაძე ისევ ავტოგოლს გაიტანს!
ნათია მეგრელიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






