საგანგებო განცხადება დარიალის ხეობასთან დაკავშრებით
შემთხვევა - 10:44, 08 Jun, 2014     2855

დარიალის ხეობაში სტიქიით გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

დღეს, დილის 7 საათიდან, შ.პ.ს. სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ, დევდორაკის ხეობაში სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოები განაახლა.

დევდორაკის ხეობაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები.

ადგილზე იმყოფებიან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, მიმდინარეობდა მყინვარწვერის, დევდორაკისა და ამალის ხეობების და ასევე მიმდებარე უბნების დაკვირვება. ამასთანავე, ხორციელდებოდა მყინვარწვერის მასივის სეისმოლოგიური დაკვირვება და ინფორმაციის ანალიზი.

მონაცემების განზოგადებისა და ვიზუალური და ფოტო დაკვირვებების შედეგების შეჯერების შედეგად, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დარიალის ხეობაში სამუშაოების განახლების თაობაზე.

როგორც ცნობილია, 17 მაისიდან დევდორაკის ხეობაში მიმდინარეობს სტიქიური მოვლების სალიკვიდაციო და საძიებო სამუშაოები, სადაც მობილიზებულია 70 მძიმე ტექნიკა და სხვადასხვა უწყების 200-მდე თანამშრომელი.

ამ დროითვის, უწყვეტ რეჟიმში, სპეციალურად შექმნილი სამეცნიერო ჯგუფის მიერ, გრძელდება მყინვარწვერის მასივის სეისმოლოგიური დაკვირვება. შესაბამისი დარგის სპეციალისტებისა და სასაზღვრო პოლიციის ძალებით მიმდინარეობს დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის მუდმივი მონიტორინგი.

ხეობაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა უწყებების წარმოადგენლები, 24 საათიან რეჟიმში, ახორციელებენ კომპლექსურ ღონისძიებებს რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი გართულება და გათვალისწინებული იქნას ნებისმიერი მინიმალური რისკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42