,, საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
საზოგადოება - 13:33, 07 Jun, 2014     717
,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია” 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინსაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს.

როგორც ,,ნიუპოსტს“ ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაციას მიაჩნია, რომ გასულ წლებთან შედარებით საარჩევნო პროცესები გაცილებით უფრო ჯანსღ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. მიუხედავად აღნიშნულისა, არის შემთხვევები, სადაც ცალსახად ირღვევა საარჩევნო კანონმდებლობა, რისი ნათელი მაგალითიცაა, 5 ივნისს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტი. ასოციაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტები არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა და ხელს უშლის ქვეყანაში ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებას.

,,გვინდა აღვნიშოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა, ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა წარმატებული და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ 5 ივნისს მომხდარი ფაქტი ყოველი მხარის მიერ აღიარებული იქნება, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა.

აღსანიშნავია, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, მთელ რიგ შემთხვევებში ფიქსირდება აქტიური გამოხმაურება მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით არაარსებით ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც შემდგომში მათი მხრიდან დარღვევებად ხდება. მეორეს მხრივ კი დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ჩადენილ აშკარა კანონდარღვევებზე რეაგირება თითქმის არ ხდება. ეს ყოველივე იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ გარკვეული ჯგუფების მიერ, მიზანმიმართულად მიმდინარეობს საარჩევნო გარემოს სტაბილურობისა და სიჯანსაღისათვის ხელის შეშლა“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

არასამთავრობო ოგანიზაცია ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია” მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში მონაწილე ყველა სუბიექტს და განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტიებს, იმოქმედონ მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი არჩევნვების მშვიდ გარემოში ჩატარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42