„ონის მოსახლეობას არ ჰქონდა გაფილტრული წყალი და როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსახლეობას აქამდე მიეწოდებოდა ტალახიანი წყალი, ასეთი ელემენტარული პირობების არარსებობაზე გვაქვს საუბარი, რაც 21-ე საუკუნეში ჩვენი სირცვხილია, უპირველეს ყოვლისა ეს იყო წინა ხელისუფლების სირცხვილი კიდევ ერთხელ, ისინი არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ მოსახლეობას, ეს არის ის რისი გამოსწორებაც ჩვენ გვიწევს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ყურადღება არ ექცეოდა საქმის გაკეთებას და ფასადურად აკეთებდნენ ყველაფერს. პროექტი დასრულდება ერთ თვეში და ონის მოსახლეობას ექნება გაფილტრული, მაღალი ხარისხის სასმელი წყალი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ონის წყლის სათავე ნაგებობის დათვალიერებისას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სათავე ნაგებობის მშენებლობის გარდა, ონში კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
„ პროექტი ხორციელდება ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, პროექტი მოიცავს საქროლატოროს მშენებლობას, ხორციელდება სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ ონს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და მოსახლეობას მიეწოდება მაღალი ხარისხის სასმელი წყალი. ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ ონში განხორციელდა 8 ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე რაჭა- ლეჩხუმში აშენდება 4 ამბულატორია “-, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ონის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) დაფინანსებით, ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 927,073.65 ლარია. ობიექტზე სამუშაოები 2013 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და თვის ბოლომდე დასრულდება. მშენებლობაზე 70-80 ადამიანია დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა.
პროექტით, არა მხოლოდ წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა, არამედ ნაგებობამდე მისასვლელი გზაც გაკეთდა.
ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის დაწყებამდე, ონის მუნიციპალიტეტში არ არსებობდა წყლის რეზერვირება, გაფილტვრა , ქლორირება, რეაბილიტაციის შედეგად კი მოხდება სასმელი წყლის გაფილტვრა და დაქლორვა.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში განხორციელდა "ქვედრულის" წყალსადენის საკაპტაჟო ნაგებობის რეაბილიტაცია, მოეწყო საგუშაგო ჯიხური. აშენდა გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ყველა საჭირო კომუნიკაციითაა აღჭურვილი, (ჭა წნევის რეგულატორი, წყალმზომის ჭა, ვერტიკალური სალექარი, ჩქარი ფილტრი და სხვა). ასევე გაკეთდა 1000 მ3 რეზერვუარი, საქლორატორო, სატუმბი სადგური და სადაწნეო მილსადენი. სრულად მოხდა სათავე ნაგებობის ტერიტორიის კეთილმოწყობაც.
ონის სათავე ნაგებობაზე პრემიერთან ერთად, ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილა მინისტრი დავით დარახველიძე, ონის მაჟორიტარი გია ჯაფარიძე და პარლამენტარი დავით საგანელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






