ნიკოლოზ რაჭველის განცხადება
საზოგადოება - 20:26, 06 Jun, 2014     3898

ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქის გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და მოსახლეობას მოუწოდებს პოლიტიკის სანაცვლოდ კლასიკური მუსიკით დაინტერესდნენ და ვირტუოზი მუსიკოსების მიერ შესრულებული მუსიკით დატკბნენ.

ნიკოლოზ რაჭველი:

„ხვალ რუსთაველის თეატრში 8 საათზე ჩვენი ფესტივალის მორიგი კონცერტია სადაც დაუკრავს თანამედროვეობის ერთერთი უბრწყინვალესი ახალგაზრდა ჩელისტი ნიკოლას ალტშტატი! ძალიან მინდა რომ მოხვიდეთ და მოისმინოთ! საერთოდ ძალიან მინდა რომ გაცილებით დიდ ინტერესს იწვევდეს კლასიკური მუსიკა ჩვენს საზოგადოებაში, რაც სამწუხაროდ ასე არ არის! რატომღაც ყველას ურჩევნია საღამო ტელევიზორთან გაატაროს და პოლიტიკურ-საიმფორმაციო სიახლეებს შეაკლას ნერვული სისტემა!
ხოლო თუ კი ვინმეს მიაჩნია, რომ ბილეთებია ძვირი ეს ასე არ არის, 10-20 ლარი მგონი შესაძლებლობების ფარგლებს მიესადაგება, თუმცა სტუდენტების პასიურობა მაკვირვებს ყველაზე მეტად, მით უფრო რომ მათთვის დასწრება 5 ლარს არ აღემატება, თუმცა თანხის არ ქონის შემთხვევაში მათ ისედაც ვუშვებთ ხოლმე დარბაზში... ერთი სიტყვით, მე მინდა ყველა ჩემს ფეისბუქის მეგობრებს და გამომწერებს მოგმართოთ თხოვნით, რომ მოისმინოთ ის მუსიკა და დაესწროთ იმ კონცერტებსა და ფესტივალებს, რომლის ორგანიზებისთვის, შემოქმედებითად მომზადებისთვის მე და ჩემს ორკესტრის მუსიკოსებს ღამეები გვაქვს ნათენები და სასიცოცხლო ენერგია გვაქვს გაღებული... წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგება ჩემსა და ჩვენს მოღვაწეობას ჩვენს ქვეყანაში და საერთო მუსიკალური გემოვნება სამუდამოდ განადგურდება ჩვენს ირგვლივ...
ყოველ შაბათს ჩვენ ვუკრავთ თქვენთვის და თქვენგანაც გვჭირდება ვიგრძნოთ, რომ ჩვენ თქვენ გჭირდებით, ხოლო მაღალი მუსიკა ჩვენს სულებსა და ინტელექტს რომ სჭირდება ამაზე არც არავინ დაობს...
იმედი მაქვს შემომიერთდებით იმ საქმეში, რომელიც თქვენს გარეშე მართლაც კარგავს თავის მნიშვნელობას! თქვენი ნიკა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42